ელექრტონული რესურსის გამოყენება ხელოვნების გაკვეთილზე
გვანცა აქიმიძე
ქვემო ალვანის საჯარო სკოლის პედაგოგი
591 01 26 54
სტატია მომზადდა კონფერენციაზე,,სტატიის აკადემიური ფორმატი,პრეზენტაცია და მოხსენება“ წარსადგენად
აბსტრაქტი
სტატია
,,ელექრტონული რესურსის გამოყენება ხელოვნების გაკვეთილზე“ შეეხება ელექტრონული რესურსების
გამოყენებით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მნიშვნელობას. მასში განხილულია მოტივაციის
ფორმები.აღწერილია სამფაზიანი გაკვეთილის მსვლელობა,თითოეულ ფაზაზე გამოყენებული აქტივობები
და მეთოდები .მოყვანილია შესაბამისი მაგალითები.
აღწერილია საგანმანათლებლო რესურსები და მითითებულია მათი hyperlink-ები.თან აქვს დართული მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა.
ელექრტონული
რესურსის გამოყენება ხელოვნების გაკვეთილზე
გაკვეთილის ეფექტური ჩატარებისთვის
მნიშვნელოვანია მისი დაგეგვა. მასწავლებელმა
მიზნის მისაღწევად უნდა გამოიყენოს შესაფერისი რესურსები, მეთოდები და აქტივობები.
საგაკვეთილო პროცესში
ელექტრონული რესურსების გამოყენება დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა მოტივაციაზე. არაერთ
მეთოდურ სახელმძღვანელოშია აღწერილი მოტივაციის ფორმები და მისი ამაღლების საშუალებები. განასხვავებენ მოტივაციის ანუ იმპულსის ორ ფორმას:
გარეგანს,როდესაც კონკრეტული ქმედებისკენ სწრაფვა გამოწვეულია გარე ფაქტორებით(ნიშანი,
ჯილდო) და შინაგანს ,როდესაც კონკრეტული ქმედებისაკენ
სწრაფვა გამოწვეულია ცნობისმოყვარეობით და აღმოჩენის სურვილით (,,სწავლება და შეფასება“ავტ.ქეთევან თოფაძე). მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის ამაღლების
ერთ- ერთი საშუალებაა მასწავლების მიერ შექმნილი
ელექტრონული რესურსი, რომელიც იქნება მიზნის ადეკვატური და რომლის შესაქმნელად შესაძლებელია
გამოვიყენოთ სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამა.
ელექტრონული რესურსების
უპირატესობა მრავალია. მათ შორის ის, რომ მზადდება კონკრეტული განკვეთილის მიზნებიდან
გამომდინარე და არ მოითხოვს დამატებით ფინანსურ დანახარჯებს. სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნების გაკვეთილებზე ელექტრონული რესურსების გამოყენება ამდიდრებს სასწავლო პროცესს
და ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას.
ამ ტიპის
გაკვეთილების ჩატარება მოითხოვს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას,
როგორც გაკვეთილის მომზადების დროს, ასევე მისი წარმართვის დროსაც.
წარმოგიდგენთ
საბაზო საფეხურზე საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით გაკვეთილის გეგმის ნიმუშს
VIII-კლასის მაგალითზე.შესასწავლი საკითხია „გოთური სტილის ტაძარი“, ამ ტიპის არქიტექტურა
ევროპული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი.შესაბამისად
მოსწავლეებს არ აქვთ ნანახი. დაგეგმვისას გამოვიყენეთ გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი
და ჩავატარეთ ისტ-კაბინეტში.გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი ითვალისწინებს გაკვეთილის
დანახვას მის შემადგენელ კომპონენტებად,კერძოდ მოტივაცია, წვდომა და რეფლექსია.(,,კითხვა
და წერა , კრიტიკული აზროვნება“ 1998-99წწ. ავტ.ჯინი ლ.სტილი,ქერთის ს.მერედითი.გვ.6-13.)
გაკვეთილის სამფაზიანი მოდელის არჩევა შესასწავლი თემის შინაარსმა განაპირობა.
დაგეგმვისას
აუცილებელია მასწავლებელმა მხედველობაში მიიღოს მოსწავლის წინარე ცოდნა და გამოცდილება.მოსწავლეებს
უკვე ნასწავლი აქვთ მსოფლიოს დიდი რელიგიები და საკულტო ნაგებობები.კონკრეტულად ამ
გაკვეთილზე კი უნდა შეისწავლონ გოთური სტილის ტაძარი.არც ერთ მათგანს არ უნახავს მსგავსი
არქიტექტურის მქონე ძეგლი,მოსწავლეებმა ასევე იციან პროგრამა move maker-ის გამოყენება.
კავშირი სტანდარტთან:ს.გ.VIII.5. ს.გ.VIII.7. ს.გ.VIII.10.
ს.გ.VIII.11.
გაკვეთილის მიზანია: მოსწავლე გაეცნოს გოთური სტილის
ტაძარს,ამ სტილისათვის დამახასიათებელ ძირითად არქიტექტურულ დეტალებს,ამოიცნოს და შეადაროს
გოთური სტილის ტაძარი სხვა სტილის ტაძრებს.პროგრამა move maker-ის საშუალებით შექმნას
გოთური სტილის ტაძრების ვიდეო რესურსი.
მოტივაციის
ფაზაზე მოსწავლეებს ვაჩვენე ჩემს მიერ პროგრამა move maker-ში წინასწარ მომზადებული
ვიდეო რესურსი (https://www.facebook.com/photo.php?v= 487252244734294&set=o.398320926917811&type=2&theater),
სადაც წარმოდგენილია გოთური სტილის ტაძრები: სენ-დენის სააბატო,XIIს.საფრანგეთი, სენ-სევერინი საფრანგეთი,
მილანის კათედრალური ტაძარი-იტალია,კიოლნის ტაძარი- გერმანია და სხვა. ავუხსენი,რომ
მასალის გაცნობის შემდეგ თავად მოუწევდათ მსგავსი ვიდეოს შექმნა.ამ აქტივობით მოსწავლეთა
შინაგანი მოტივაცია საგრძნობლად გაიზარდა,რაც გამოიხატა მათ მიერ დასმულ კითხვებში.მაგალითად:
,,რომელ ქვეყანაში აშენდა პირველი გოთური სტილის ტაძარი?“, ,,რამდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან ევროპის
სხვადასხვა ქვეყნის გოთური სტილის ტაძრები?“ და სხვა.
წვდომის
ეტაპზე მოსწავლეები ეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ გოთური სტილისათვის დამახასიათებელ
ძირითად არქიტექტურულ დეტალებს:ჩუქურთმას, ვიტრაჟებს,ქანდაკებას.ასევე მონიტორზე ვაჩვენე
ინტერნეტში მოძიებული ფოტოები და თეორიული მასალა სტილის წარმოშობის შესახებ.(http://ka.wikipedia.org/wiki/). ამ მასალაში მოცემულია
ევროპის თითქმის ყველა ქალაქში არსებული გოთური ტაძრის ფოტოსურათი.მოსწავლეებმა გაიღრმავეს
თეორიული ცოდნა.
რეფლექსიის ფაზაზე მოსწავლეებს მიეცათ პრაქტიკული
დავალება,მათ გაკვეთილზე შეძენილი თეორიული ცოდნისა და პროგრამა move maker-ის გამოყენებით
ინდივიდუალურად უნდა შეექმნათ ერთ წუთიანი ვიდეო,,გოთური სტილის ტაძრები“.ამისათვის
მათ კომპიუტერის ეკრანზე ჰქონდათ წინასწარ ჩემს მიერ გამზადებული საქაღალდე,სადაც მოთავსებული
იყო ევროპის ქვეყნებში: საფრანგეთში,გერმანიაში,ინგლისში,პორტუგალიაში და ესპანეთში
არსებული გოთური სტილის ტაძრებისა და სხვადასხვა სტილის არქიტექტურული ძეგლების ფოტოსურათები.საიდანაც
მოსწავლეებს უნდა ამოეცნო გოთური სტილის ტაძრები და შეექმნათ ვიდეო რესურსი.ისინი შეფასდნენ
შექმნილი ვიდეო რესურსის მიხედვით. განმსაზღვრელი
შეფასების რუბრიკით:
შეფასების
ანალიტიკური სქემა
რუბრიკები
|
1-2
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
ჯამი
|
ამოიცნობს
|
უჭირს
|
ზოგჯერ
|
ძირითადად
|
ხშირად
|
ყოველთვის
|
|
ადარებს
|
უჭირს
|
ზოგჯერ
|
ძირითადად
|
ხშირად
|
ყოველთვის
|
|
ქმნის
ვიდეო რესურს
|
უჭირს
|
ზოგჯერ
|
ძირითადად
|
ხშირად
|
ყოველთვის
|
|
შედეგი თვალსაჩინო
იყო.გაკვეთილის მიზანში დაწერილ შედეგზე გავედით. 45-წუთში მოსწავლეებმა ისტ-ის გამოყენებით
შეძლეს ინფორმაციის ათვისება,დახარისხება და რესურსის შექმნა.
გაკვეთილზე
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება მასწავლებელს აძლევს საშუალებას,მოკლე დროში
რაც შეიძლება მეტი და ხარისხიანი ინფორმაცია მიაწოდოს მოსწავლეებს. ამასთან ერთად მოსწავლეებიც
ჩართოს რესურსების შექმნის პროცესში. სახელმძღვანელო ერთ-ერთი რესურსია, სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნების საგნის გაკვეთილი კი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე მოითხოვს
მრავალფეროვან ილუსტრაციებს, თვალსაჩინოებებს, რეპროდუქციებს და სხვა. მოსწავლეებს
ესაჭიროვებათ მუდმივად სიახლეები. რესურსების შექმნა და გაკვეთილზე გამოყენება არ არის
ძნელი, ეს პროცესი ძალიან უყვართ მოსწავლეებს და ზრდის მათ მოტივაციას,როდესაც გაკვეთილზე
ერთდროულად სხვადასხა:ვიზუალური,თეორიული და პრაქტიკული საშუალებით ხდება მოსწავლეებისათვის
მასალის მიწოდება, ვიღებთ მაღალ შედეგს. სასწავლო რესურსებად ფოტოსურათებისა და სხვადასხვა
კომპიუტერული პროგრამებით შექმნილი რესურსების
გამოყენება დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის ამაღლებაზე. ბავშვები
საკმაოდ დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან,ადვილად ითვისებენ ახალ ტექნოლოგიებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
,,კითხვა და წერა, კრიტიკული აზროვნება“ ავტორები: ჯინი
ლ.სტილი, ქერთის ს.მერედითი.
,,სწავლება და შეფასება ’’ ავტორები: რუსუდან ტყემალაძე,ნანა დალაქიშვილი,
ქეთევან თოფაძე,თათია პაჭკორია,თამარ
ბუწაშვილი. სახელმძღვანელო
,, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“ ავტორები: ნ.მაჭარაშვილი, მ.მაჭარაშვილი, ნ.სილაგაძე.
ე.ს.გ.
2011-2016წწ.
hyperlink-ები:
https://www.facebook.com/photo.php?v=487252244734294&set
=o. 398320 926917811&type =2&theater
თბილისი
2014
სტატია ,,ახალ განათლებაში"
როგორ გავხადოთ შეფასება
სანდო და ობიექტური მოსწავლეთა მონაწილეობით
სანდო და ობიექტური შეფასება მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაში ხშირად
ხდება პრობლემური.სკოლის განვითარების ჯგუფის წევრებმა ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და მთავარ
ორიენტირად გაკვეთილის მიზნის სტანდარტის შედეგზე მორგება გადავწყვიტეთ ისე,რომ ბავშვებს
შეეძლოთ განსაზღვრონ რა უნდა გააკეთონ გაკვეთილზე.ერთობლივი მუშაობის შედეგად შევიმუშავეთ
შემდეგი სქემა: თემის მიზნიდან გამომდინარე მოსწავლეები თვითონ შეიმუშავებენ შეფასების
სქემას.
2013
წლის ოქტომბერში სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის VII და VIII კლასის მოსწავლეებში ჩატარდა სადიაგნოსტიკო კვლევა,მოსწავლეებში
ჩატარებულმა კვლევამ(დაურიგდათ კითხვარი) აჩვენა რომ მათმა უმეტესობამ არ იცის შეფასების
რუბრიკის დანიშნულება და სტრუქტურა.
კვლევის მიზანი:სანდო
და ვალიდური შეფასების რუბრიკების შემუშავება.
სადიაგნოსტიკო კითხვარი
მოსწავლეებისათვის
1.რა იცით შეფასების რუბრიკების შესახებ?
ა. არ მსმენია. ბ.
ვიყენებთ ზოგიერთ გაკვეთილზე გ.ხშირად ვიყენებთ.
2.გაქვთ თუ არა სურვილი მონაწილეობა მიიღოთ შეფასების
რუბრიკების შედგენაში?
ა. არ მაქვს სურვილი. ბ. სურვილი მაქვს. გ.ეჭვი მეპარება რომ შევძლებ.
3.რამდენად საჭიროდ მიიჩნევთ შეფასების რუბრიკების გამოყენებას?
ა. არ მივიჩნევ. ბ.
ზოგჯერ საჭიროა. გ.საჭიროა.
დიაგნოსტიკურმა კითხვარმა აჩვენა მოსწავლეთა მზაობა
რუბრიკების შედგენაში მონაწილეობის მისაღებად.განვითარების ჯგუფის წევრებმა შევიმუშავეთ
შეფასების რუბრიკის ფორმა და სხვადასხვა საგანში გამოვიყენეთ გაკვეთილებზე.
1.
სტანდარტის შედეგის შესაბამისად გაკვეთილის კონკრეტული
მიზნის წარდგენა, მიზანში უნდა ჩანდეს რას გააკეთებენ გაკვეთილზე მოსწავლეები:
2.
მოსწავლეებთან ერთად მოხდეს ძირითადი აქტივობების (შეფასების კრიტერიუმების)
ჩამოწერა;
3.
კრიტერიუმების რუბრიკებად გადაქცევა და წინასწარ შედგენილი
ცხრილის პირველ ნაწილში ჩაწერა;
4.
თვითოეულ რუბრიკისთვის შესაბამისი ქულის შერჩევა;
5.
საშუალო არითმეტიკულის გამოყვანა.
შეფასების
ანალიტიკური სქემა
რეუბრიკები
|
1-2
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
ჯამი
|
უჭირს
|
ზოგჯერ
|
ძირითადად
|
ხშირად
|
ყოველთვის
|
||
უჭირს
|
ზოგჯერ
|
ძირითადად
|
ხშირად
|
ყოველთვის
|
||
უჭირს
|
ზოგჯერ
|
ძირითადად
|
ხშირად
|
ყოველთვის
|
კვლევის მიმდინარეობის
ეფექტურობა შეფასდა ახალი კითხვარით:
კითხვარი მოსწავლეებისათვის
1.მონაწილეობთ
თუ არა შეფასების რუბრიკების შედგენაში?
ა. ზოგჯერ . ბ. არა. გ.
ყოველთვის
2.რამდენად
საინტერესოა თქვენთვის შეფასების რუბრიკების შედგენაში მონაწილეობა?
ა. საინტერესოა. ბ. არ არის საინტერესო. გ. ნაწილობრივ საინტერესოა
3.ზრდის თუ არა სანდოობას თქვენი მონაწილეობა
რუბრიკების შედგენაში?
ა. ზრდის. ბ. გავლენას არ ახდენს. გ. ნაწილობრივ ახდენს გავლენას
4 .
როგორ ფიქრობთ,საჭიროა თუ არა ყველა აქტივობის შეფასება რუბრიკებით?
ა. კი. ბ. არა.
გ. გააჩნია აქტივობას
5.რუბრიკების შედგენაში მონაწილეობამ გაზარდა თუ
არა თქვენი მოტივაცია?
ა. სრულად . ბ. ნაწილობრივ. გ. არ შეცვლილა
გთავაზობთ საექსპერიმენტო სავარჯიშოს კავშირი სტანდარტთან ქართ.II.4
რეუბრიკები
|
1-2
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
ჯამი
|
ამოიცნობს
|
უჭირს
|
ზოგჯერ
|
ძირითადად
|
ხშირად
|
ყოველთვის
|
|
აკავშირებს
|
უჭირს
|
ზოგჯერ
|
ძირითადად
|
ხშირად
|
ყოველთვის
|
|
გამოსახავს
|
უჭირს
|
ზოგჯერ
|
ძირითადად
|
ხშირად
|
ყოველთვის
|
კვლევამ
აჩვენა რომ მოსწავლეებს მოსწონთ სქემების შედგენაში მონაწილეობა, გაიზარდა მათი ნდობა ზოგადად შეფასებაზე ,აუმაღლდათ მოტივაცია და გრძნობენ უფრო მეტ პასუხისმგებლობას თავისი მონაწილეობით
შექმნილი სქემის მიმართ.
სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა განვითარების ჯგუფის წევრები:
თინათინ თორღვაიძე
ანა ბუჩაიძე
ეთერი ლაგაზიძე
ნინო დომელიშვილი
ნატო ქააძე
გვანცა აქიმიძე
ეთერი ჩაგოშვილი
2013 წელი
No comments:
Post a Comment