პედაგოგიური კვლევები


პედაგოგიური კვლევის პრეზენტაცია.2014 წ.





ა ნ გ ა რ ი შ ი
კვლევა ,,მზაობა სასკოლო კონფერენციისათვის“

სკოლა: ქვემო ალვანის საჯარო სკოლა

დრო: 2014 წლის თებერვალი

ორგანიზატორები:
·         გვანცა აქიმიძე - პედაგოგი (ხელოვნება)
·         ნინო დომელიშვილი - პედაგოგი ( მათემატიკა)

საინიციატივო ჯგუფი:     
·         XI  კლასის მოსწავლეები

სამიზნე ჯგუფი: საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები

მიზანი:
        კვლევის მიზანია  მოსწავლეებში სასკოლო კონფერენციების შესახებ ინფორმირებულობა და მონაწილეობის მიღებისადმი იტერესის დონის განსაზღვრა, რამდენად ხელშემწყობი იქნება კონფერენციის ჩატარება მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად.

კვლევის მიმდინარეიბა:
    2014 წლის თებერვალში ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლაში ჩატარდა  კვლევა თემაზე „მზაობა სასკოლო კონფერენციისათვის“.კვლევაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, შეირჩა  ჯგუფი ,რომელიც შედგებოდა  XI კლასის მოსწავლეებისაგან , რომელთაც ევალებოდათ საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, გამოკითხვების ჩატარება, ინტერვიურება.კვლევისათვის გამოვიყენეთ როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი მეთოდი.იმისათვის რომ, რესპოდენტები ყოფილიყვნენ უფრო გულახილები და შეძლებოდათ დისკუსია გაემართათ ერთმანეთში  შეირჩა ფოკუს ჯგუფი, აგრეთვე მოსწავლეებს დაურიგდათ შემდეგი სახის კითხვარი:

კითხვარი
1.         გსმენიათ თუ არა სასკოლო კონფერენციის  შესახებ?
) მსმენია;     ) იშვიათად;       ) არ მსმენია 

2.         მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა სასკოლო კონფერენციებში?
) ყოველთვის ვცდილობ მონაწილეობის მიღებას;      ) არ  გამიგონია ასეთი რამ და შესაბამისად ვერ მივიღებდი მონაწილეობას;      ) იშვიათად მიმიღია.

3.         გსურთ თუ არა მიიღოთ მონაწილეობა რომელიმე სასკოლო კონფერენციაში?
) მსურს;     ) ნაწილობრივ მსურს ;    ) არ მსურს.

გამოკითხვის რაოდენობრივი შედეგი



ინტერვიუ


პროცენტული შედეგები

დასკვნა:
კითხვარის შეჯამების შემდეგ გამოიკვეთა მზაობა კონფერენციის ჩატარებისთვის. მოსწავლეთა უმრავლესობას არ ქონდა მონაწილეობა მიღებული სასკოლო კონფერენციაში.მოსწავლეებმა გამოთქვეს  დიდი ინტერესი და მოლოდინი მონაწილეობისადმი. სკოლის სააქტო დარბაზში მოეწყობა კონფერენციის პროექტის პრეზენტაცია და მაისში ჩატარდება კონფერენცია.

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ალვანის საჯარო სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი გვანცა აქიმიძე.                                         



25.02.2014 წ.
                     





ა ნ გ ა რ ი შ ი
პედაგოგიური კვლევა
სასწავლო გეგმების ღირებულება სწავლების პროცესში

სკოლა:  ქვემო ალვანის საჯარო სკოლა

კვლევის ორგანიზატორი: სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფი

ჩატარების პერიოდი:  2013 წლის ოქტომბერი

პრობლემა: სასწავლო გეგმების წერა პედაგოგისგან მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და დროს, აგრეთვე ძნელი ხდება მისი შემადგენელი კომპონენტების ერთმანეთისგან გამიჯვნა, იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლება, რაც იწვევს პედაგოგთა პროტესტს სასწავლო გეგმების წერასთან დაკავშირებით.

მიზანი:  კვლევის მიზანია დავადგინოთ სასწავლო გეგმების წერის მნიშვნელობა.

კვლევის მსვლელობა: კვლევაში მონაწილეობა მიიღო სკოლის 40 პედაგოგმა, მათ  დაურიგდათ  შემდეგი კითხვარი:
    გაკვეთილისა და სასწავლო პროცესის მიზანმიმართულად  და შედეგიანად წარმართვისათვის მესაჭიროება: ( შესაძლებელია რამოდენიმე ვარიანტის მონიშვნა)
1.    საგნის სილაბუსი
2.    თემატური გეგმა
3.    კვირეული გეგმა
4.    გაკვეთილის გეგმა
5.    არც ერთი მათგანი
გამოკითხვის შედეგების  შეჯამების შემდეგ გამოირკვა,  ამ გეგმებიდან ერთის საჭიროებას ეთანხმება  8- პედაგოგი,  ორის 15- პედაგოგი,  სამის 5-   ; ყველა 0-    ;  არცერთი არ ესაჭიროება     12-პედაგოგს.


გამოკითხვის შემდეგ შეირჩა ფოკუს ჯგუფი 10  კაცის შემადგენლობით გამოკითხულთა სხვადასხვა კატეგორიიდან, რომელთაც ევალებოდათ შეერჩიათ ნებაყოფლობით ორი პედაგოგი: ერთი გამოკითხულთა იმ კატეგორიიდან, რომლებიც უარყოფდნენ საერთოდ გეგმების საჭოროებას და ერთი -, რომელიც თვლიდა საჭიროდ თუნდაც ერთერთი გეგმის არსებობას. ფოკუს ჯგუფის წევრები უნდა დასწრებოდნენ თითოეულს გაკვეთილზე და მოეხდინათ დაკვირვება შემდეგი კრიტერიუმებით:


კრიტერიუმები
1
2
3
4
5
1
გეგმის სტანდარტთან შესაბამისობა






2
მიზნის ადეკვატურობა აქტივობებთან






3
სამოტივაციო აქტივობების შერჩევა გამოსაწვევად;






4
სიღრმისეული წვდომის ეტაპზე მასალის ათვისება;





5
ორგანიზაციის ფორმის ადეკვატურად სერჩევა;





6
რეფლექსია 3-2-1;






7
დროის მართვა;






8
რესურსების ეფექტურობა







        მოხდა თვითეული გაკვეთილის დეტალური განხილვა,აღმოჩნდა რომ, ის გაკვეთილი, რომელიც იყო დაგეგმილი, ბევრად უფრო ახლოს იდგა იმ კრიტერიუმებთან, რომელიც გათვალისწინებულია ესგ-ში.  პედაგოგთა უმრავლესობას შეეცვალა აზრი იმის შესახებ რომ არ ესაჭიროება გეგმები, გაჩნა სურვილი გაკვეთილის  ხელმეორედ ჩატარებისა, იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე იქნებოდა გაკვეთილის გეგმა შედგენილი. ხელახალმა გაკვეთილმა აჩვენა  თუ რამდენად უწყობს ხელს გეგმის არსებობა გაკვეთილის სწორად წარმართვას და შედეგი რამდენად უკეთესია.


   დასკვნები და რეკომენდაციები:
      კვლევამ აჩვენა რომ, მიუხედავად გეგმების წერის სირთულისა და აქედან გამომდინარე სხვადასხვა წინააღმეგობისა, დიდი როლი მიუძღვის სასწავლო გეგმებს სწავლების სწორად წარმართვაში, მოხდა ბევრი პედაგოგის დარწმუნება იმაში, რომ სასწავლო გეგმები საჭიროა,  დაისახა მიზანი: მოხდეს ერთობლივი, გამარტივებული სახის გეგმების შემუშავება როგორც კათედრებზე, ასევე მთელ სკოლაში, რათა პროტესტი არ გამოიწვიოს პედაგოგთა  გადამღლელმა შრომამ,  ყველა პედაგოგმა შეძლოს გეგმების არა მარტო წერა, არამედ მისი გამოყენება.

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ალვანის საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი გვანცა აქიმიძე.                                          
                                                                                                                                  
                                                                  2013 წლის ოქტომბერი



პედაგოგიური კვლევა

როგორ გავხადოთ შეფასება სანდო და ობიექტური მოსწავლეთა მონაწილეობით

სკოლა:  ქვემო ალვანის საჯარო სკოლა

კვლევის ორგანიზატორი: სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფი

ჩატარების პერიოდი2013 წლის ოქტომბერი

პრობლემა:
სასწავლო პროცესში ერთ-ერთი ყველაზე რთული აქტივობაა შეფასება,რომელიც პედაგოგისაგან მოითხოვს დიდ დაკვირვებასა და დროს.ასევე სირთულეს წარმოადგენს ისეთი შეფასების რუბრიკების შედგენა რომელიც მოსწავლეებისათვის იქნება ადვილად გასაგები და სანდო.

კვლევის მიზანი: სანდო და ვალიდური შეფასების რუბრიკების შემუშავება.   
პროექტის მსვლელობა:
2013 წლის ოქტომბერში ქვ.ალვანის საჯარო სკოლის  VII და VIII კლასის მოსწავლეებში ჩატარდა სადიაგნოსტიკო კვლევა.მოსწავლეებში ჩატარებულმა კვლევამ(დაურიგდათ კითხვარი) აჩვენა რომ მათმა უმეტესობამ არ იცის შეფასების რუბრიკის დანიშნულება და სტრუქტურა.
                            
სადიაგნოსტიკო კითხვარი მოსწავლეებისათვის

  1.რა იცით შეფასების რუბრიკების შესახებ?
არ მსმენია.     . ვიყენებთ ზოგიერთ გაკვეთილზე     .ხშირად ვიყენებთ
   2.გაქვთ თუ არა სურვილი მონაწილეობა მიიღოთ შეფასების რუბრიკების შედგენაში?
.   არ მაქვს სურვილი.       . სურვილი მაქვს.             .ეჭვი მეპარება რომ შევძლებ
    3.რამდენად საჭიროდ მიიჩნევთ შეფასების რუბრიკების გამოყენებას?
.   არ მივიჩნევ. ზოგჯერ საჭიროა.          .საჭიროა.

დიაგნოსტიკურმა კითხვარმა აჩვენა მოსწავლეთა მზაობა რუბრიკების შედგენაში მონაწილეობის მისაღებად.კვლევის მიმდინარეობის ეფექტურობა შეფასდა ახალი კითხვარით:
                                                
კითხვარი  მოსწავლეებისათვის

     1.მონაწილეობთ თუ არა შეფასების რუბრიკების შედგენაში?
ზოგჯერ .                        .   არა.           . ყოველთვის
     2.რამდენად საინტერესოა თქვენთვის შეფასების რუბრიკების შედგენაში    მონაწილეობა?
.   საინტერესოა.             .   არ არის საინტერესო.    . ნაწილობრივ საინტერესოა
     3.ზრდის თუ არა სანდოობას თქვენი მონაწილეობა რუბრიკების შედგენაში?
ზრდის. გავლენას არ ახდენს. ნაწილობრივ ახდენს გავლენას
     4 .  როგორ ფიქრობთ,საჭიროა თუ არა ყველა აქტივობის შეფასება რუბრიკებით?
.   კი.         არა.     . გააჩნია აქტივობას
   5.რუბრიკების შედგენაში მონაწილეობამ გაზარდა თუ არა თქვენი მოტივაცია?
.   სრულად .      ნაწილობრივ.       . არ შეცვლილა

კვლევაში მონაწილეობა მიიღო  80-მა მოსწავლემ.

•    52 -მოსწავლე თვლის, რომ მისთვის საინტერესოა შეფასების რუბრიკების შედგენაში მონაწილეობის მიღება, 20-ნაწილობრივ, 8-უარყოფს .

•   30-მოსწავლე თვლის, რომ სანდოა შეფასების რუბრიკები,30-ნაწილობრივ,               20-მოსწავლეს აქვს საწინააღმდეგო აზრი.

•    54-მოსწავლეს მიაჩნია, რომ რუბრიკების შედგენაში მონაწილეობა გაზარდის მათ მოტივაციას,21-ნაწილობრივ, 5- კი არ ეთანხმება ამ აზრს.

•  35-მოსწავლე თვლის, რომ საჭიროა ყველა აქტივობა შეფასდეს რუბრიკებით, 25-ნაწილობრივ,20-კი არ ეთანხმება ამ აზრს.

შედეგები ასე გადანაწილდა:



გამარტივებული შეფასების რუბრიკის შედგენის ალგორითმი:

1.         სტანდარტის შედეგის შესაბამისად გაკვეთილის კონკრეტული მიზნის წარდგენა, მიზანში უნდა ჩანდეს რას გააკეთებენ გაკვეთილზე მოსწავლეები:
2.         მოსწავლეებთან ერთად  მოხდეს ძირითადი აქტივობების (შეფასების კრიტერიუმების) ჩამოწერა;
3.         კრიტერიუმების რუბრიკებად გადაქცევა და წინასწარ შედგენილი ცხრილის პირველ ნაწილში ჩაწერა;
4.         თვითოეულ რუბრიკისთვის შესაბამისი ქულის  შერჩევა;
5.         საშუალო არითმეტიკულის გამოყვანა.

დასკვნა:
     ანალიტიკურ სქემაში დახელოვნების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვთ მათ მიერ შერჩეული კრიტერიუმებით შეადგინონ  ჰოლისტური თვითშეფასების სქემა, სადაც ისინი შეაფასებენ მიღწეულ შედეგს მიღწევის ხარისხის მიხედვით, კერძოდ თუ ანალიტიკურ სქემაში ცალკ-ცალკე ფასდება მონაცემების მოძიება, დახარისხება და შერჩეულის პრაქტიკულად გამოყენება, ჰოლისტურ  სქემაში  ვინც სხვადასხვა წყაროდან მოიძიებს, პრიორიტეტს განსაზღვრავს და პრაქტიკულად სწორად გამოიყენებს, ის შეფასდება უმაღლესი ქულით, შეიძლება მხოლოდ მოიძიოს, მაგრამ ვერ დაახარისხოს, შეფასდება საშუალო ქულით და ასე შემდეგ.

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ალვანის საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი გვანცა აქიმიძე.                                         
                                                                                     
                                                                                    2013 წლის ოქტომბერი








   
ანგარიში პედაგოგიური კვლევის ჩატარების შესახებ

ჩატარების ვადები:  4-11 ნოემბერი 2013 წელი
სკოლა:  ქვემო ალვანის საჯარო სკოლა  
კლასი: VIII-კლასი
მასწავლებელი:  გვანცა აქიმიძე
 საგანი:  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ძირითადი საკითხი:
პედაგოგიური კვლევა ეხება ძაფის ბუნებრივი საღებავებით შეღებვის უძველეს თუშურ ტრადიციას.მომავალი თაობა ნაკლებადაა ინფორმირებული უძველესი ტრადიციების შესახებ და თანდათან მივიწყებას ეძლევა.
მისაღწევი შედეგი:
საჯარო სკოლის საშუალო საფეხურზე,კითხვარის საშუალებით მოვახდინეთ გამოკითხვა და  დიაგნოსტირება თუ რამდენად არიან მოსწავლეები ინფორმირებულები ძაფის შეღებვის უძველესი ტრადიციის  შესახებ.
გამოყენებული კითხვარი:
                                                             კითხვარი
                    რა ვიცით შეღებვის უძველესი ტექნოლოგიის შესახებ
·         იცით,რომ ბუნებრივი საღებავებით შესაძლებელია უამრავი ფერის მიღება?
ა. არ ვიცი          ბ. მსმენია            გ. ნაწილობრივ ვიცი        დ. ვიცი
·         თუ იცით რამდენად სასარგებლოა ბუნებრივად შეღებილი შალის ძაფი?
ა. არ ვიცი          ბ. მსმენია            გ. ნაწილობრივ ვიცი        დ. ვიცი
·         რამდენად იცით შეღებვის უძველესი ტექნოლოგია?
ა. არ ვიცი          ბ. მსმენია            გ. ნაწილობრივ ვიცი        დ. ვიცი
·         თუ იცით რომელი ბუნებრივი მასალები გამოიყენება საღებავებად?
ა. არ ვიცი          ბ. მსმენია            გ. ნაწილობრივ ვიცი        დ. ვიცი

კვლევის აღწერა:
VIII კლასის მოსწავლეებმა საშუალო საფეხურის 100 მოსწავლე გამოკითხეს  კითხვარის საშუალებით.მოახდინეს შედეგების შეჯამება და პრობლემის დადგენა.ააგეს სადიაგნოსტიკო ცხრილი.



გამოკითხვის შედეგები:

კვლევის ჩატარების პროცესი იყო საინტერესო და მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები.გამოკითხულთა 60% -მა არ იცის არაფერი შეღებვის უძველეს ტრადიციაზე, 10%-ს სმენია მხოლოდ,20%-მა ნაწილობრივ იცის და 10%-მა იცის.მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს პრობლემის აქტუალურობა და მიღებული შედეგების საფუძველზე VIII კლასში დავგეგმეთ ორი კვირის ხანგძლივობის  სასწავლო პროექტი,,გადავარჩინოთ დავიწყებას ძაფის შეღებვის უძველესი ტრადიცია”


















   

No comments:

Post a Comment