პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევის ანგარიში
Vა კლასში
სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში შემაჯამებელი დავალებების
დაბალი შედეგების მიზეზების კვლევა და ინტერვენციები
კლასი :Vა
მასწავლებელი: გვანცა აქიმიძე
2017-2018 სასწავლო წელი
სარჩევი:
თემის აქტუალობა.....................................................................................................................................4
პრობლემის შერჩევა...................................................................................................................................5
კვლევის მიზანი და საკვლევი საკითხები.............................................................................................6
კვლევის გეგმა.............................................................................................................................................7
მონაცემთა ანალიზი და კვლევის მიგნებები........................................................................................9
ინტერვენცია.............................................................................................................................................16
ინტერვენციის
შეფასება..........................................................................................................................20
დასკვნა.......................................................................................................................................................22
რეფლექსია................................................................................................................................................23
დანართები................................................................................................................................................24
დანართი
1.................................................................................................................................................24
დანართი
2.................................................................................................................................................25
დანართი
3.................................................................................................................................................26
გამოყენებული ლიტერატურა..............................................................................................................28
ლიტერატურის
მიმოხილვა
მოსწავლეების
შეფასება მიზანმიმართული და თანმიმდევრული პროცესია, რომელიც სისტემატიურ ხასიათს ატარებს.
შეფასების მიზანია გამოავლინოს მოსწავლის უნარები და შესაძლებლობები, აამაღლოს სწავლის
მოტივაცია, დაეხმაროს მოსწავლეს სწავლის პროცესის წარმართვაში, მიაწოდოს მშობელს, მასწავლებელს,
ადმინისტრაციას და სახელმწიფოს ინფორმაცია მოსწავლის მიღწევებზე სტანდარტთან მიმართებაში
და დაეხმაროს მასწავლებელს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში. უზნაძე აღნიშნავს (2003), რომ სწავლის პროცესში ძირითადი მნიშვნელობა აქვს განსაზღვრული მიმართულებით
მოსწავლის ძალების განვითარებას. “სწავლაში ძირითადი კონკრეტი ჩვევა და ცოდნა როდია,
არამედ იმ ძალების განვითარება, რომლებიც სწავლის პროცესში ღებულობენ მონაწილეობას“
(უზნაძე, 2003, გვ. 415). ამ ძალების განვითარებისათვის კი საჭიროა მასწავლებელმა არა
მარტო შეაფასოს მოსწავლე, არამედ უჩვენოს მას საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფის გზა.
განათლების
სპეციალისტები გოუერი და საფიერი (2010), შეფასებას მასწავლებელთა რეპერტუარის გაფართოებისა
და მოდერნიზაციის ყველაზე მძლავრ ბერკეტად განიხილავენ. მათი აზრით, შეფასების სისტემა
პედაგოგებს აიძულებს სწავლების მკაფიო მიზნები დასახონ. შეფასება კარნახობს მათ თუ
რა ასწავლონ, როგორ ასწავლონ, რა დრო დაუთმონ ცალკეულ თემებს და რომელი აქტივობების
შესრულება სთხოვონ მოსწავლეებს. ამავდორულად მოსწავლეების მრავალფეროვანი და ხშირი
შეფასება ხელს უწყობს მათ განვითარებას. ეროვნული სასწავლო გეგმა მრავალმხრივი შეფასების უზრუნველსაყოფად სკოლებს სთავაზობს მოსწავლეთა შეფასების ორ მეთოდს - განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას.
განმსაზღვრელი შეფასება გვიჩვენებს თუ რამდენად ახლოსაა მოსწავლე დასახულ მიზანთან.
განმავითარებელი შეფასება ეხმარება სწავლის
პროცესის გაუმჯობესებას. შეფასების ორ ტიპს
- ფორმატიული (formative) და შემაჯამებელი
(summative) გვთავაზობენ განათლების უცხოელი სპეციალისტებიც. განათლების ზოგიერთი სპეციალისტის
აზრით, ფორმატიული (formative) შეფასება მასწავლებელს აწვდის ინფორმაციას მოსწავლეების
პროგრესისა და ხარვეზების შესახებ (Ramaprasad, 1983). აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის
საფუძველზე მასწავლებელი გეგმავს სასწავლო პროცესს იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს
მოსწავლის მიერ სასწავლო აქტივობების დროს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. შემაჯამებელი (summative) შეფასება კი სტატისტიკურ
მონაცემებს იძლევა და ის უფრო მნიშვნელოვანია ადმინისტრაციისა და გარე შემფასებლისთვის
(მაგ. სამინისტრო).
განმავითარებელი
შეფასების აუცილებლობას დაწყებით საფეხურზე ამყარებს ასევე ვიგოდსკის თეორია. იგი ეხება
ბავშვის განვითარების დონეებს. მასწავლებლის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს დაეხმაროს
მოსწავლეს სირთულეების დაძლევაში და ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა სოციალურკომუნიკაციას
ენიჭება. ბავშვის დახმარება კი მისი წახალისებით, კონკრეტული შენიშვნებით, კომენტარებით
უნდა მოხდეს. (მპგც,2008). სავარაუდოა, რომ აღნიშნული თეორიები იყო საფუძველი, ეროვნულ
სასწავლო გეგმის შემუშავებისას, დაწყებით საფეხურზე (I-IV) განმსაზღვრელი შეფასების
გაუქმებისა. პოზიციის გასამყარებლად, შეგვიძლია დავასახელოთ მოსაზრება, რომლის მიხედვითაც
მასწავლებელი მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით უნდა შემოიფარგლოს, ხოლო შემაჯამებელი
შეფასება უნდა მოხდეს ადმინისტრაციის ან სახელმწიფოს მხრიდან ტესტირების საფუძველზე.
აკადემიური
მოსწრების შეფასებები შეიძლება აღმზრდელობითი ხასიათის ან შემაჯამებელი შეფასებების
სახით იყოს გამოყენებული. აღმზრდელობითი ხასიათის შეფასება საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ,
რა იციან მოსწავლეებმა, როგორ უნდა დარეგულირდეს სწავლების პროცესი და როგორ გავაუმჯობესოთ
მოსწავლეთა უნარჩვევები. შემაჯამებელი შეფასება, როგორც წესი, შეფასების პერიოდის ბოლოს
გამოიყენება. მოსწრების შეფასების ეს სისტემა წარმოადგენს როგორც სასწავლო მასალის
ნაწილს, ასევე მოსწავლის მოსწრების შეფასების განსაზღვრის საშუალებას.
თემის აქტუალობა
შეფასება ნებისმიერი ადამიანისათვის პიროვნებად
ფორმირების ფაქტორია. ცოდნისა და უნარ-ჩვევების ობიექტური შეფასება ხელს უწყობს დასახული
მიზნისკენ სწრაფვას, აძლიერებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად თვითრეალიზების
სურვილს და ქმნის საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრების შესაძლებლობას. ამის
გათვალისწინებით, მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასებასა და მის მიზნობრივად
გამოყენებას სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი.
განათლების რეფორმის საფუძველზე სკოლაში 2007 წლიდან ინერგება მოსწავლეთა ცოდნისა და
უნარ-ჩვევების შეფასების ახალი სისტემა. რამდენადაც პროგრესულია იგი, იმდენად რთულად
განსახორციელებელი და გასააზრებელი აღმოჩნდა პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისთვის და
მშობლებისთვის. ხშირ შემთხვევაში მეხუთე კლასში განმსაზღვრელ შეფასებაზე გადასვლა იწვევს
გაუგებრობას მშობლებთან. მათი მოლოდინი არ
ემთხვევა რეალურ შედეგს. სკოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა შეფასების სისტემის გამართულ და ეფექტიან
მუშაობას. წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში. იგი ეძღვნება სსიპ
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლაში Vა კლასში
სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში შემაჯამებელ ტესტურ დავალებებში მიღებული დაბალი
შედეგების მიზეზის კვლევას. ნაშრომში განხილულია შემაჯამებელი დავალებების ტიპები,
შეფასების ფორმები, არსებული პრობლემები და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი
და განხორციელებული ინტერვენციები. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებლობა მიეცემათ
პედაგოგებს შემაჯამებელი დავალებების შედეგები გააუმჯობესონ და შეფასება გახდეს მოსწავლის
უნარების განვითარებაზე ორიენტირებული.
პრობლემის შერჩევა
მოგეხსენებათ,
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საჯარო სკოლებში დაწყებითი საფეხური განსაზღვრულია
პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით. სწავლება I-IV კლასში არ მიმდინარეობს საგნობრივად,
რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითადი საათობრივი დატვირთვა მოდის კლასის დამრიგებელზე, რადგან
იგი ასწავლის ისეთ საგნებს, როგორიცაა ქართული,
მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება, მუსიკა. ასევე I-IV კლასში მოსწავლე ფასდება მხოლოდ
განმავითარებელი შეფასებით. მეხუთე კლასში ისწავლება 10 საგანი და შესაბამისად სხვადასხვა
საგანზე შედის სხვადასხვა მასწავლებელი. ასევე იცვლება შეფასების ფორმა და მოსწავლეები
ფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით. ქვემო ალვანის საჯარო სკოლაში არის ერთი V კლასი,
რომელშიც არის 17 მოსწავლე. 2017-2018 სასწავლო წლის სექტემბრიდან აღნიშნულ კლასს მე
ვასწავლი სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით V კლასში
წლის განმავლობაში შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო რაოდენობაა ხუთი. V კლასის
საგნობრივი თემატიკა მოიცავს როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.
სასწავლო პროგრამა დატვირთულია სახალისო აქტივობებით. მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში
ერთვებიან აქტიურად, აქვთ მაღალი მოტივაცია და მიმდინარე შეფასებაში(საკლასო და საშინაო
დავალება) იღებენ მაღალ შეფასებებს. გარკვეული თემის შესწავლის შემდეგ ასრულებენ შემაჯამებელ
დავალებას. პირველ სემესტრში განსაზღვრულია ორი, ხოლო მეორე სემესტრში სამი შემაჯამებელი
დავალება. პირველი შემაჯამებელი დავალება იყო ტესტური, რომელშიც მოსწავლეებმა მიიღეს
დაბალი შეფასება. ვიფიქრე, ტესტური დავალება
მათთვის სიახლე იყო, ვერ გაიგეს დავალებების ინსტრუქციები და ამიტომ გაუჭირდათ. მომდევლო
თემის შესწავლის შემდეგ, მოსწავლეებმა დაწერეს პირველი შემაჯამებელი დავალების ინსტრუქციების
მსგავსი ტესტური შემაჯამებელი დავალება, მაგრამ მაინც დაბალი შედეგები აჩვენეს. ეს
უკვე გახდა საფუძველი პრაქტიკული კვლევის ჩატარებისთვის.
კვლევის
მიზანი და საკვლევი საკითხები
კვლევის
მთავარი კითხვა:
რა არის
Vკლასში შემაჯამებელი დავლებების დაბალი შედეგების მიზეზი, სახვით და გამოყენებით
ხელოვნებაში?
კვლევის
მიზანია დადგინდეს მეხუთე კლასში შემაჯამებელი დავალებების დაბალი შედეგების მიზეზი
სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. მოხდეს პრობლებების კვლევა სხვადასხვა მეთოდით.
გაკეთდეს შედეგების ანალიზი და დაიგეგმოს ინტერვენციები. ასევე გაკეთდეს ინტერვენციების
შემდეგ მიღებული შედეგის ანალიზი. გაიცეს რეკომენდაციები.
ü გარემოს ცვლილება;
ü სახელმძღვანელოს სირთულე (V კლასში);
ü მოსწავლეებისა და მშობლების ინფორმირებულობა შეფასების
სისტემაზე;
ü
შემაჯამებელი
დავალებების ფორმები;
ü
შემაჯამებელი
დავალებების ანალიზი;
კვლევის
გეგმა
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების
მეთოდებად გამოვიყენე ინტერვიუები, ფოკუს
-ჯგუფი, კითხვარები.
ფოკუს-ჯგუფი
მოსწავლეებთან. მესუთე
კლასში, როგორც მოგახსენეთ, არის 17 მოსწავლე. ფოკუს-ჯგუფის მიზანი იყო გამერკვია, როგორ იმოქმედა მათზე სასწავლო
გარემოს(საკლასო ოთახის) და მასწავლებლის შეცვლამ.
მოსწავლეები თავისუფლად პასუხობდნენ ჩემს კითხვებს, აღნიშნავდნენ, რომ თავს კარგად
გრძნობდნენ ახალ გარემოში, მოსწონთ ხელოვნების კაბინეტი, იქ არსებული რესურსები. ამ
შეხვედრით მე გავიგე მოსწავლეების დამოკიდებულება საგნის(სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება)
და ჩემ მიმართ. მოსწავლეებთან კიდევ მრჩებოდა გასარკვევი ერთი საკითხი. იცნობდნენ თუ
არა ისინი შეფასების ფორმებს, შეფასების სისტემას. მათთან ფოკუს-ჯგუფში მუშაობამ მიმახვედრა,
რომ სწორი ინფორმაციის მისაღებად უკეთესი იქნება, მათი აზრი გამოვიკითხო, კითხვარის
გამოყენებით.
კითხვარი
მოსწავლეებისთვის. მოსწავლეებისთვის
მოვამზადე პატარა კითხვარი, რომლის საშუალებითაც მინდოდა გამეგო, რა იცოდნენ სკოლაში
არსებული შეფასების ფორმების შესახებ, რომელი შეფასება უფრო მნიშვნელოვანი იყო მათთვის,
როგორ გავლენას ახდენდა მათზე შეფასება. კითხვარი შეავსო ჩვიდმეტივე მოსწავლემ. საკმაოდ
კარგად გაართვეს თავი აღნიშნულ დავალებას და მე მივიღე ძალიან საინტერესო და საჭირო
ინფორმაცია. გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების უმრავლესობა უპირატესობას
ანიჭებს ქულებით შეფასებას. ასევე მოსწავლეების დიდი ნაწილი თვლის, რომ აუცილებელია
განმავითარებელი შეფასება, რადგან კარგად ხვდებიან საკუთარ პრობლემას და შეუძლიათ გამოასწორონ.
ინტერვიუ მასწავლებელთან. სახელმძღვანელოს და შესასწავლი თემების სირთულის გასარკვევად გადავწყვიტე, შევხვედროდი ჩემი მოსწავლეების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს, რომელიც ასწავლიდა ოთხი წლის მანძილზე ხელოვნებას.
ინფორმაცია მივიღე, პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე.
ამით შევძელი შემეგროვებინა ინფორმაცია:
ü
რა თემები
შეისწავლეს მეოთხე კლასში;
ü
რომელი
საკითხები უჭირდათ მოსწავლეებს;
ü
როგორი
დავალებები მოსწონდათ მოსწავლეებს;
ü
როგორ
შემაჯამებელ დავალებებს ასრულებდნენ და რა სიხშირით;
ü
როგორ
შეფასებებს იღებდნენ მოსწავლეები.
დაწყებითი საგნების მასწავლებელმა აღნიშნა,
რომ სახელმძღვანელო არ უნდა ყოფილიყო მოსწავლეებისთვის რთული, რადგან
სახელმძღვანელოს ავტორი იგივეა და შესასწავლი თემები, შესაბამისად, გრძელდება.
ხშირ შემთხვევაში, საკითხები მეორდება. რაც შეეხება შემაჯამებელ დავალებებს,
მეოთხე კლასში ძირითადად პრაქტიკული დავალებების სახით ასრულებდნენ და მოსწავლეები
არ არიან მიჩვეულები ხელოვნებაში ტესტური დავალებების შესრულებას.
კითხვარი
მშობლებისთვის. მოსწავლეების
დაბალი შედეგების მიზეზის დასადგენად გადავწყვიტე, გამომეკითხა მეხუთე კლასის მოსწავლეების
მშობლების აზრი, თუ რა იცოდნენ სკოლაში არსებული შეფასების ფორმების და შეფასების სისტემის
შესახებ, რამდენად კარგად იცნობდნენ შეფასების
ფორმებს, როგორი რეაქცია ჰქონდა მათ შვილებს დაბალ შეფასებაზე, განმავითარებელ კომენტარზე
და რომელ შეფასებას აქცევდნენ უპირატესობას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, გამეგო მშობლების
აზრი, რადგან მოსწავლეები ხშირად სახლშიც გამოხატავენ კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას, შეფასებასთან დაკავშიორებით.
გამოვიყენე კითხვარებით გამოკითხვის მეთოდი.
მონაცემთა ანალიზი და კვლევის მიგნებები
როგორც
უკვე აღვნიშნე, კვლევა მიმდინარეობდა სხვადასხვა მიმართულებით და შევეცადე
შეფასების დაბალ შედეგებთან დაკავშირებული
ყველა მხარის მოსაზრება გამეგო
(მოსწავლე, მასწავლებელი,მშობელი). ამ თავში განხილულია მონაცემთა შეგროვების
თითოეული მეთოდის გამოყენებით მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის ანალიზი.
მოსწავლეებთან
შეხვედრებით და გამოკითხვების შედეგად გამოიკვეთა,
რომ დადებითად მოქმედებს მათზე სასწავლო გარემო, იციან შეფასების ფორმები და შემაჯამებელი
შეფასების მნიშვნელობა. უპირატესობას ანიჭებენ მასწავლებლის მიერ გაკეთებულ განმავითარებელ
კომენტარს, შემაჯამებელი დავალებების ფორმებიდან კი პრაქტიკულ სამუშაოს.
მშობლების
გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების მოტივაციაზე განსაკუთრებით დადებითად
მოქმედებს მასწავლებლის განმავითარებელი კომენტარები.
სკოლაში არსებული შეფასების
სისტემის შესახებ მშობლების გამოკითხვის შედეგები
მონაწილეობა მიიღო 15 მშობელმა
დაწყებითი საგნის მასწავლებელთან ინტერვიუს შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს არ უნდა უჭირდეთ Vკლასის საგნობრივი პროგრამის დაძლევა. მათი სწავლის პროცესი ძირითადად ხორციელდებოდა პრაქტიკული სამუშაოებით და ამიტომ შედარებით გაუჭირდებათ ტესტური დავალებების შესრულება. მასწავლებელი არ იყენებდა ხელოვნების სწავლებისას სხვადსხვა ინსტრუქციებით შემუშავებულ ტესტებს და ამიტომ ვერ იაზრებენ ტესტური დავალების ინსტრუქციებს.
ინტერვენცია
ინტერვენციისთვის დავგეგმე მეორე სემესტრში სხვადასხვა
ტიპის შემაჯამებელი სამუშაოების ჩატარება და შეფასებაში მოსწავლეების ჩართვა.
მოსწავლეები
გაანალიზებენ შეფასებულ შემაჯამებელ ტესტებს, რა შეასრულეს სწორად და რა გაუჭირდათ;
ü
შემაჯამებელი
ტესტური დავალება სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებით. ტესტი შეფასდება როგორც განმსაზღვრელი,
ასევე გამნავითარებელი კომენტარით, მასწავლებლის მიერ;
როგორც ზემოთ ავღნიშნე, პირველ ინტერვენციას წარმოადგენდა- შემაჯამებელი ტესტური დავალება, რომელიც მოიცავდა
ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოს (ხატვა) და მოსწავლეები მოახდენდნენ საკუთარი შეფასებული შემაჯამებელი ტესტის
ანალიზს, რა შეასრულეს სწორად და რა გაუჭირდათ. ამის წინაპირობას წარმოადგენდა ტესტებში
მოსწავლეების მიერ დაშვებული შეცდომები, რომლებსაც არ იაზრებდნენ და ისევ უშვებდნენ
ანალოგიურ შეცდომებს. ასევე მათი სურვილი შეგვესრულებინა პტაქტიკული დავალება შემაჯამებელ
სამუშაოში. მოსწავლეებმა აღნიშნულ აქტივობას წარმატებით გაართვეს თავი. ტესტში დამატებული
პრაქტიკული სავარჯიშო მოსწავლეების 94,2%-მა
შეასრულა სწორად. მოსწავლეებმა გამოავლინეს პრაქტიკული მუშაობის კარგი ცოდნა. ინსტრუქციები
სწორად ვერ შეასრულა მოსწავლეების 11,7%-მა.
ასევე მოახდინეს საკუთარი ნამუშევრების ანალიზი. გააკეთეს ამონაწერი წებოვან ფურცელზე
ორ სვეტად: რა საკითხები იცოდნენ და რა გაუჭირდათ. წებოვანი ფურცლები მივამაგრეთ ტესტებს.
შემდეგ სახელმძღვანელოში მოძებნეს ის საკითხები რომელიც არ იცოდნენ და ისწავლეს. ვფიქრობ
აღნიშნული აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს შეცდომების გაანალიზებაში და სამომავლოდ
მეტი ყურადღებით შეასრულებენ შემაჯამებელ სამუშაოს.
მეორე
ინტერვენცია იყო პრაქტიკული შემაჯამებელი სამუშაო-,,ხელნაკეთი წიგნები“. აღნიშნული დავალების შესრულება განაპირობა წინა შემაჯამებელი
წერის პრაქტიკული სამუშაოს მაღალმა შედეგმა. მოსწავლეებმა ინდივიდუალურად იმუშავეს
წიგნების შექმნაზე და დაამზადეს ორიგინალური
ხელნაკეთი წიგნები . მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს შემოქმედებითი უნარი და 64,7-მა დაიმსახურა უმაღლესი შეფასება 10
ქულა. ვფიქრობ აღნიშნულმა შემაჯამებელმა დავალებამ მოსწავლეებს მისცა საშუალება გამოემჟღავნებინათ
,როგორც ფაქტობრივი ცოდნა, ასევე შემოქმედებითი უნარი. მოსწავლეებს განმსაზღვრელ შეფასებასთან
ერთად მივეცი ზეპირი განმავითარებელი შეფასება.
მე დავინახე მათი ძლიერი მხარე.
მესამე ინტერვენცია იყო შემაჯამებელი ტესტური დავალება
სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებით. მოსწავლეებმა
მიიღეს მაღალი შეფასებები წინა ტესტურ დავალებებთან შედარებით. მათზე დადებითი გავლენა
მოახდინა ხელნაკეთი წიგნების შეფასებისას გაკეთებულმა ჩემმა ზეპირმა განმავითარებელმა
კომენტარმა. რადგან მოსწავლეები და მშობლები
გამოკითხვისას აღნიშნავდნენ, რომ მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებლის განმავითარებელი
შეფასება კომენტარით, მე ტესტები შევაფასე როგორც განმსაზღვრელი, ასევე გამნავითარებელი
კომენტარით. ტესტის ფურცელზე დავუწერე შედეგზე ორიენტირებული უკუკავშირი. ტესტები დავურიგე
მოსწავლეებს და ვთხოვე ყურადრებით წაეკითხათ. ვფიქრობ მეტად ეფექტურია მოსწავლისთვის
მასწავლებლის განმავითარებელი შეფასება.
ინტერვენციის
შეფასება
შემაჯამებელი
შედეგების ანალიზი ნათლად აჩვენებს ინტერვენციებით მიღებულ მოსწავლეების გაუმჯობესებულ შედეგებს.
შემაჯამებელი დავალების ანალიზი
კლასი -Vა
საგანი
-სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
პედაგოგი -
გვანცა აქიმიძე
შემაჯამებელი
დავალების რაოდენობა: I-სემესტრში ორი
II -სემესტრში სამი
შემაჯამებელი
სამუშაოს შესრულების ფორმა: ტესტი
,თხზულების დაწერა
კლასში
ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების შეფასებები
N
|
სახელი გვარი
|
მიღებული ქულა
დავალება N1
|
მიღებული ქულა
დავალება N2
|
მიღებული ქულა
დავალება N3
|
მიღებული ქულა
დავალება N4
|
მიღებული ქულა
დავალება N5
|
1
|
მოსწავლე
|
8
|
7
|
9
|
10
|
9
|
2
|
მოსწავლე
|
8
|
9
|
10
|
10
|
10
|
3
|
მოსწავლე
|
8
|
6
|
9
|
10
|
9
|
4
|
მოსწავლე
|
8
|
7
|
9
|
10
|
8
|
5
|
მოსწავლე
|
8
|
7
|
10
|
10
|
10
|
6
|
მოსწავლე
|
7
|
6
|
7
|
8
|
8
|
7
|
მოსწავლე
|
8
|
8
|
8
|
10
|
9
|
8
|
მოსწავლე
|
7
|
8
|
7
|
8
|
9
|
9
|
მოსწავლე
|
7
|
7
|
9
|
10
|
7
|
10
|
მოსწავლე
|
6
|
6
|
5
|
8
|
5
|
11
|
მოსწავლე
|
9
|
9
|
9
|
8
|
9
|
12
|
მოსწავლე
|
8
|
7
|
9
|
10
|
9
|
13
|
მოსწავლე
|
6
|
8
|
8
|
10
|
8
|
14
|
მოსწავლე
|
8
|
7
|
8
|
10
|
8
|
15
|
მოსწავლე
|
6
|
7
|
8
|
9
|
8
|
16
|
მოსწავლე
|
8
|
8
|
9
|
8
|
8
|
17
|
მოსწავლე
|
9
|
7
|
8
|
10
|
9
|
შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების
ანალიზი
შემაჯამებელი სამუშაოების ანგარიში
პედაგოგი
- გვანცა აქიმიძე
კლასი
- Vა
საგანი
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
|
|||||
N1
შემაჯამებელი
|
N2
შემაჯამებელი
|
N3
შემაჯამებელი
|
N4
შემაჯამებელი
|
N5
შემაჯამებელი
|
|
კლასის საშუალო არითმეტიკული ქულა
შემაჯამებელ სამუშაოში
|
7,5
|
7,2
|
8,3
|
9,3
|
8,4
|
სკოლაში ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე
(კვლევა მოიცავდა პრობლემის შესწავლის, ცვლილების დაგეგმვა-განხორციელებისა და
შეფასების ეტაპებს) შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეხუთე კლასში სახვით და
გამოყენებით ხელოვნებაში შემაჯამებელი დავალებების დაბალი შედეგების მიზეზებია:
ü
მოსწავლეები
დაწყებითი საფეხურის I-IV კლასში არ წერდნენ ტესტურ დავალებებს სახვით და
გამოყენებით ხელოვნებაში;
ü
მოსწავლეები
ყურადღებით არ კითხულობენ სავარჯიშოს ინსტრუქციას და უშვებენ შესრულებაში შეცდომებს;
ü
მოსწავლე
არ ახდენს ტესტში დაშვებული შეცდომების ანალიზს;
ü
მასწავლებელი
არ იყენებს შემაჯამებელი სამუშაოების სხვადასხვა ფორმას;
ü
მასწავლებელი
იყენებს მხოლოდ განმსაზღვრელ შეფასებას ;
აღნიშნული მიზეზების აღმოსაფხვრელად როგორც მოგახსენეთ ჩატარდა ინტერვენციები,
რომელცის რა თქმა უნადა არ არის საკმარისი და უნდა გაგრძელდეს აუცილებლად მომდევნო
სასწავლო წელს. ასევე კოლეგებს, რომელთაც ამაცე კლასში აქვთ მსგავსი პრობლემა, გაეცნობიან
კვლევის ანგარიშს და კვლევის საფუძველზე მიეცემათ რეკომენდაციები.
რეფლექსია
კვლევის ანგარიში წარვუდგინე კოლეგებს. პრეზენტაცის
შემდეგ მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული კვლევა არის კარგი ნიმუში საკუთარი
პრაქტიკის კვლევის. მსგავსი პრობლემები და საჭიროებები ნამდვილად ხვდებათ საკუთარ პრაკთიკაშიც
და ინტერვენციები, რომელიც აღნიშნულ კვლევაშია განხორციელებული, ნამდვილად გამოადგებათ.
დანართები
დანართი
N-1
მოსწავლის კითხვარი
წინასწარ
გიხდით მადლობას გამოკითხვაში მონაწილეობისთვის
მოსწავლის სახელი და გვარი
-------------------------------------------------------------------
კლასი -------------------
თუ იცით რამდენქულიანია
შეფასება სკოლაში?
------------------------------------------------------------------------------------------------------
თქვენი აზრით იწერება თუ
არა შეფასება საშინაო დავალებაში?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
თქვენი
აზრით იწერება თუ არა შეფასება საკლასო სამუშაოში?
------------------------------------------------------------------------------------------------------
თქვენი
აზრით იწერება თუ არა შეფასება შემაჯამებელ დავალებაში?
------------------------------------------------------------------------------------------------------
რომელი
შეფასება უფრო მოგწონს, ქულები თუ მასწავლებლის კომენტარი?
------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი N-2
მოსწავლის კითხვარი
როგორი დავალების შესრულება მოგწონთ
წინასწარ
გიხდით მადლობას გამოკითხვაში მონაწილეობისთვის
მოსწავლის სახელი და გვარი
-------------------------------------------------------------------
კლასი -------------------
1. რომელი
დავალება უფრო მეტად მოგწონთ ?
ა. პრაქტიკული ბ. ზეპირი გ. ტესტური
2. ტესტში
როგორი დავალება მოგწონთ?
ა. შემოსახაზი ბ. დასაკავშირებელი გ. მცდარია-ჭეშმარიტია
3. რამდენად
რთულია დავალებების ინსტრუქციები?
ა. რთულია ბ. ცოტათი რთულია გ. ძალიან რთულია
4. რამდენად
ჩქარობთ ტესტის შესრულებისას?
ა. ძალიან ვჩქარობ ბ. ცოტათი ვჩქარობ გ. არ ვჩქარობ
დანართი N-3
კითხვარი მშობლებისათვის
წინასწარ
გიხდით მადლობას გამოკითხვაში მონაწილეობისთვის
მშობლის სახელი და გვარი
-------------------------------------------------------------------
მოსწავლის სახელი და გვარი/კლასი
-----------------------------------------------------------------------
იცნობთ თუ არა შეფასების 10 ბალიან სისტემას? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
თქვენი
აზრით დაწყებითი საფეხურის 1-4 კლ ასში უნდა იყოს თუ არა განმსაზღვრელი(ქულით)
შეფასება?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1-4 კლასში როგორი შეფასება, აკადემიური მოსწრება ქონდა თქვენ შვილს(მასწავლებლის კომენტარის მიხედვით)----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორ ფიქრობთ,გაუჭირდა
თუ არა თქვენს შვილს განმსაზღვრელ(ქულით) შეფასებაზე გადასვლა?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
თქვენი შვილის მოტივაციაზე როგორ მოქმედებს მაღალი
ან დაბალი შეფასება? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რა პრობლემებს ხედავთ
ქულებით შეფასებაზე გადასვლის შემდეგ?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დაწყებითების მასწავლების
მიერ გაკეთებული შეფასება(კომენტარი) ემთხვევა თუ არა ქულებით შეფასებას?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვე შვილისთვის
განმავითარებელი შეფასება?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გთხოვთ დაწეროთ თქვენი მოსაზრება შეფასების სისტემასთან
დაკავშირებით.--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გამოყენებული ლიტერატურა
5.ჯონ საფიერი რობერტ გოუერი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა 2010 წ.
6.მოსწავლის შეფასების კომპონენტები 2017 - 2023 წლის
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
7. უზნაძე. დ. ბავშვის ფსიქოლოგია. თბილისი: საქართველოს
მეცნიერებათა
აკადემია და დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი.
2003წ.
8. ლევ ვიგოტსკი – სწავლებასწავლისა და ფსიქიკური განვითარების
ურთიერთდამოკიდებულების საკითხი
No comments:
Post a Comment