ინტელის ტრენინგი



    წარმატებით დავამთავრეთ ტრენინგი,საინტერესო პრეზენტაციები მოვისმინეთ..........ძალიან ნაყოფიერი მეცადინეობები გვქონდა და ბევრი რამ ვისწავლე,რომელსაც ჩემს მოსწავლეებთან ერთად განვახორციელებ.მივესალმები პროექტებით სწავლების,ახალ მიდგომებს და აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში...

 

      დღეს ძალიან ბევრი ვიმუშავეთ,რათა ხვალისათვის,,ვალები" არ დაგვერჩინა და ღირსეული პრეზენტაციები გაგვეკეთებინა.მოუთმენლად ველი ხვალინდელ დღეს.........
   

     ეს დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო.სავალდებულო ოთხი საათის გარდა ტრენინგზე აღვადგინე გაცდენილი საათები და დაგროვილი დავალებები შევასრულე.ვისწავლეთ მოსწავლისათვის პრეზენტაციის ხარაჩოს გაკეთება და ბლოგზე პრეზენტაციების ატვირთვა.სახლშიც ბევრი მაქვს სამეცადინო და ძალიან მინდა ყველაფერი ისე გავაკეთო,როგორც მომეთხოვება...




    დღევანდელი დღე დაიწყო დავალებების შემოწმებით.მოვისმინეთ საინტერესო თემები და თემის შესაბამისად დასმული ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.გავეცანით მოდული 2-ში პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდებს და ჩვენი პროექტის გეგმაში შევიტანეთ შეფასების ფორმები.გავაკეთეთ სამ-სამი კომენტარი ერთმანეთის ბლოგებზე.მივიღეთ საშინაოდავალება და ვაგღძელებთ მუშაობას........





ზოგადი კითხვა
რა საფრთხეებს ქმნის გლობალიზაცია?
თემატური კითხვები


რა იცით თუშური ტრადიციების შესახებ? ვიცავთ ჩვენს ტრადიციებს? რა საფრთხეებს ხედავთ?
შინაარსობრივი კითხვები


რითია გამორჩეული თუშური ტრადიციული სამოსი,ხელსაქმე და სამზარეულო?როგორ გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ტრადიციები?




    ძალიან საინტერესო და შრომატევადი სამუშაოები შევასრულეთ...დღეს ავანაზღაურე გაცდენილი საათები და დავალებებიც ბოლომდე მივიყვანე.ჩემი თემის სათაურს ჯერ არ გავამხელ,ისეთი ლამაზი ბუკლეტი გავაკეთე........დაღლილი ვარ და ცოტა მშრალად ვწერ,მაპატიეთ.....




      ტრენინგს სამწუხაროდ ვერ დავესწარი.კონფერენციაზე გახლდით მოხსენებით ,,ინოვაციური მიდგომები პედაგოგიურ პრაქტიკაში",რომელიც სკოლა XXI საუკუნის ორგანიზებით ჩატარდა. ძალიან სასიამოვნო განწყობით დავბრუნდი....ხვალიდან ავანაზღაურებ გაცდენილ საათებს....


     ძალიან სასიამოვნო დღე იყო.მიუხედავად იმისა,რომ ბევრ ტრენინგს ვესწრები და საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს,განსაკუთრებული მოლოდინით ვარ განწყობილი ინტელის ტრენინგებისათვის....სასიამოვნო ტრენერი გვყავს ქ-ნი მაია ჯოხაძე და გარემოც ხელს გვიწყობს.წარმატებით დავრეგისტრირდი და დავიწყე პროექტზე ფიქრი,სამუშაოდ განვეწყე.

No comments:

Post a Comment