ანგარიშები

ა ნ გ ა რ ი შ ი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა
 2013-2014 სასწავლო წელს განხორციელებული აქტივობები

სკოლა : სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ალვანის საჯარო სკოლა

საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

მასწავლებელი: გვანცა აქიმიძე

საწყისი ეტაპი:
    სერტიფიცირებული მასწავლებლის ინდივიდუალური სამუშაო გეგმა(სავარაუდო-სარეკომენდაციო) ,რომელიც სასწავლო წლის დასაწყისში შევიმუშავე სქემაში ჩართვის დროს
თარიღი-  30.10.2013
N
აქტივობის სახე
განმახორციე-ლებელი ორგანიზაცია
    თემატიკა
განხორციელე-ბის ვადები,წე-ლი,სემესტრი
რესურსი ადამიანური/ მატერიალური
შენიშვნა
1
გაკვეთილი-პროექტი
ქვ.ალვანის საჯარო სკოლა
სასკოლო რესურსის,თა-ბაშირის ფიგურების რესტავრაცია, განახლება.
I-სემესტრი 08.10.2013         17.10.2013
XI- კლასი მოსწავლეები, თაბაშირის ფიგურები,  ფუნჯები, თეთრი საღე-ბავი
თაბაში-რის ფიგურებს დიდი ხანია ესაჭირო-ვებოდა აღდგენა
2
პედაგოგი-ური  კვლევა
ქვ.ალვანის საჯარო სკოლა
გამოვიკვლიოთ თვითგანვითა-რების რომელ ეტაპზე არიან პედაგოგები
I-სემესტრი         01.10.2013                 16.10.2013
საჯარო სკოლის პედაგოგები, ინტერნეტ გაზეთ მასწავლებელ-ში გამოქვეყნებუ-ლი ფსიქოლოგი-ური ტესტი

3
კვლევა
ქვ.ალვანის საჯარო სკოლა
გამოვიკვლიოთ რამდენად ეფექტურია შეფასების რუბრიკების შედგენაში მოსწავლეების მონაწილეობა.
I-სემესტრი         15.10.2013                 15.11.2013
VIII-ბ კლასი შეფასების რუბრიკები, შეხვედრა ფოკუზ ჯგუფთან, კითხვარების მომზადება

4
ინტეგრირე-ბული გაკვეთილი
ქვ.ალვანის საჯარო სკოლა
ისტორიისა და ხელოვნების საგნებს შორის კავშირი
II-სემესტრი       10.02.2014


5
ინტეგრირე-ბული გაკვეთილი
ქვ.ალვანის საჯარო სკოლა

II-სემესტრი      


-







    გეგმა სრულყოფილად ვერ შევადგინე,რადგან პირველი იყო და არ ვიცოდი როგორ დამეწერა.ჩემს ინდივიდუალურ სამუშაო გეგმაში გაწერილი რამოდენიმე აქტივობა შევასრულე და    მთელი წლის მანძილზე ვცდილობდი სხვადასხვა ტიპის აქტივობები განმეხორციელებინა:

პროექტები:
·         ,,გადავარჩინოთ დავიწყებას ძაფის შეღებვის უძველესი ტრადიცია“
·         ,,სასწავლო რესურსების აღდგენა-რესტავრაცია’’
·         მოსწავლეთა კონფერენცია-„კომპიუტერული ტექნოლოგიების დადებითი როლი სწავლა-სწავლების პროცესში“
·         ,,თუშური ტრადიციული სამოსი, ხელსაქმე და სამზარეულო“
კონფერენციები:
·         ეროვნული კონფერენცია-“საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.“
·         სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი-,,სტატიის აკადემიური ფორმატი,პრეზენტაცია და მოხსენება“
·         ყოველწლიური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია-,,ინოვაციური მიდგომები პედაგოგიურ პრაქტიკაში”
·         სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის მონაწილეთა კონფერენცია-,,წლის შემაჯამებელი კონფერენცია ბაზალეთი 2014 წ.“
პედაგოგიური კვლევები:
·         ,,რა ვიცით შეღებვის უძველესი ტრადიციის შესახებ“
·         ,,როგორ გავხადოთ შეფასება სანდო და ობიექტური მოსწავლეთა მონაწილეობით“
·         ,,სასწავლო გეგმების ღირებულება სწავლების პროცესში“
·         „მზაობა სასკოლო კონფერენციისათვის“

სკოლაში ორგანიზებული აქცია:
·         ,,სიკეთის ეპიდემია“

საჩვენებელი გაკვეთილები:
·         VIII კლასი-,,გოთური სტილის ტაძარი“
·         VI კლასი-,,ინტერიერის დიზაინი“
·         V  კლასი-,,როგორ შეიქმნა ანიმაციური ფილმი და პერსონაჟები.“

პროფესიული განვითარება/ტრენინგები:
·         2014 წ.-ტრენინგი(9 დღე 36 სთ.) ინტელის ირითადი კურსი: ,,პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება".მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
·         2014 წ. - ტრენინგი(4 დღე 20 სთ.): სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება-,,სწავლებისა და შეფასების ეფექტური სტრატეგიები“.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
·         2014 წ. - ტრენინგი (10 საათი) : ,,სტატიის აკადემიური ფორმატი,პრეზენტაცია და მოხსენება“.სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
·         2013 წ. - საგნობრივი ტრენინგი(10 საათი): სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება -  ,,პედაგოგიური კვლევა,პროექტები და შეფასება“.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
·         2013 წ. - ტრენინგი(8 დღე 40 საათი) : ,,სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

სტატიები:
·         გაზეთი ახალი განათლება-,,როგორ გავხადოთ შეფასება სანდო და ობიექტური მოსწავლეთა მონაწილეობით“.
·         სტატია მომზადდა CDI -ში კონფერენციაზე,,სტატიის აკადემიური ფორმატი,პრეზენტაცია და მოხსენება“ წარსადგენად-,,ელექრტონული რესურსის გამოყენება ხელოვნების გაკვეთილზე“

კოლეგებთან თანამშრომლობა/შექმნილი რესურსები:
·         გაკვეთილის გეგმის მოქნილი  შაბლონის შექმნა.
·         ,,მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის თვითშეფასების რუბრიკა“.
·         გაკვეთილზე დაკვირვების სქემა-,,კრიტიკული მეგიბარი“.
·         ,,აქტივობებისა და მეთოდების ეფექტური ცხრილი“
·         ,,როგორ დავგეგმოთ გაკვეთილი“

შედეგი:
    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვის შემდეგ ჩემს მიერ ჩატარებულ აქტივობებს დავარქვი სესაბამისი სახელები და ვისწავლე დოკუმენტაციის წარმოება ეგრეთწოდებული,,პორტფოლიოს“ შექმნა.ასევე შევქმენი ბლოგზე ,,ელექტრონული პორტფოლიო,სადაც განთავსებულია აქტივობების  ელექტრონული ვერსიები. 2013-2014 სასწ.წლის ინდივიდუალური სამუშაო გეგმა არ მქონდა სრულყოფილად დაწერილი,თავიდან ვერ გავერკვიე რა მევალებოდა.მომავალი სასწავლო წლის სამუშაო გეგმას დავწერ რეკომენდაციების გათვალისწინებით.

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ალვანის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი გვანცა აქიმიძე.                                          
                                                                                                                                                                                                                                           30.06.2014 .






სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის მონაწილეთა კონფერენცია

კონფერენციის დასახელება:
სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფების  2013-2014 სასწ.წლის  მუშაობის შემაჯამებელი კონფერენცია.

კონფერენციის ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

კონფერენციის ჩატარების დრო და ადგილი:
26-27 ივნისი 2014 წ. ბაზალეთი

კონფერენციის ხანგრძლივობა: ორი დღე.

მიზანი:
   პროგრამის პილოტირების ერთი წლის შედეგების  შეჯამება,სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პტოფესიული განვითარების ჯგუფების მუშაობის საანგარიშო მოხსენებების წარდგენა.
კონფერენციის მსვლელობა:

I დღე 26 ივნისი
კონფერენცია გახსნეს და 2013-2014 სასწ.წ. შეაფასეს:
·         კონფერენციის გახსნა-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი-გია მამულაშვილი
·         სამინისტროს წარმომადგენელი-განათლების მინისტრის მოადგილე-ლიკა გიგაური
·         პროგრამის კოორდინატორი-მაია ინასარიძე
პროფესიული განვითარების ჯგუფების გამოსვლა წლის საანგარიშო მოხსენებით:
·         ნინო ახალკაცი-თბილისის  N 10 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
·         ლელეა კობახიძე-რუსთავის  N 4 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
შესვენება 17.30
·         მანანა აბულაძე და ნინო ნასუაშვილი-ველისციხის საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი და სკოლის დირექტორი
·         მარინე ბრეგაძე-თბილისის  N 21 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
·         ნატო ლალიაშვილი-დუშეთის  N 1 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
·         ინგა ანდრიაშვილი,ეთერ ჩულუხიძე-კაზრეთის   საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი და ინგლისური ენის მასწავლებელი
შეკითხვები და დისკუსია
II დღე 27 ივნისი
პროფესიული განვითარების ჯგუფების გამოსვლა წლის საანგარიშო მოხსენებით:
·         ირმა ცქიტიშვილი- თბილისის  N 52 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
·         ნინო სააკაშვილი-ნაფარეულის  საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
·         მარინე მაღლაფერიძე-თბილისის  N 166 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
·         მაია გელაშვივლი-მცხეთის  N 1 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
·         ნინო მოლაშხია-თბილისის  N 51 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
·         მარინე მამარდაშვილი-თბილისის  N 124 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
·         ქეთევან ქვლივიძე-საგარეჯოს N 4 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
·         ვალიდა ბირთველიშვილი-თბილისის  N 163 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
შესვენება 15 საათზე
·         მარიამ ჯოხაძე-თბილისის  N 20 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
·         ქეთევან შიუკაშვილი-თელავის  N 8 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
·         ნინო ფიროსმანიშვილი-დედოფლისწყაროს  N 1 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
·         ელზა კიპაროიძე-თბილისის  N 186 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
·         ირინე ღვინიაშვილი-თბილისის  N 116 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
·         თამარ გოგოლაძე-თბილისის  N 195 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
·         ლელა ღვინიაშვილი-თბილისის  N 11 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი
შეკითხვები და დისკუსია
კონფერენციის  მნიშვნელოვნების დასაბუთება:
კონფერენციაზე წარმოდგენილი საანგარიშო მოხსენებები იყო ძალიან საინტერესო,ნათლად ჩანდა პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები. პრეზენტატორებმა  წაროადგინეს საინტერესო პედაგოგიური კვლევები და პროექტები.პრობლემები კი რომელიც თითოეულ ჯგუფს ჰქონდა აღწერილი თითქმის იდენტური იყო.მუშაობის ერთი წლის შეჯამებით ნათელი გახდა პროექტის სიცოცხლის უნარიანობა და მისი გაფართოვების საჭიროება.კონფერენციაზე მიღებულ გამოცდილებას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს და მომდევნო სასწავლო წელს დავგეგმავთ რეკომენდაციების გათვალისწინებით.

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ალვანის საჯარო სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი გვანცა აქიმიძე.                                          


                                                                                                      27.06.2014 .


სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის საქმიანობის
ანგარიში
   
    ქვემო ალვანის საჯარო სკოლა 2013-2014 სასწავლო წელს ჩაერთო პროექტში ,,სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“.ჯგუფი შედგება შვიდი მასწავლებლისაგან.თითოეული მათგანი შერჩეულია საგნობრივი კათედრის მიერ და არ შეცვლილა ჯგუფის შემადგენლობა.
       შვიდივე წევრი თავიდანვე აქტიურად ჩავერთეთ პროექტში.მოლოდინი იყო მაღალი.ველოდით განათლების სისტემაში დანერგილი სიახლეების გაცნობას,რომელსაც განვახორციელებდით ჩვენს სკოლაში.მოლოდინი ნაწილობრივ გამართლდა,სიახლეების დანერგვის საწყის ეტაპზე პედაგოგთა განწყობა და დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო. ჩვენი მხრიდან სიახლეების სისტემატიურმა გაცნობამ,სამოდელო გაკვეთილების ჩატარებამ და მოსმენამ შეცვალა პედაგოგების დამოკიდებულება,გაჩნდა სურვილი თანამშრომლობის.წლის განმავლობაში სკოლაში ჩავატარეთ არაერთი ერთობლივი ღონისძიება ჯგუფის წევრ მასწავლებლებთან ერთად.
      პროფესიული განვითარების ჯგუფის მუშაობას ხელს უწყობდა სკოლის დირექცია.დაგვიფინანსა ტრენინგების სამივლინებო ხარჯები თბილისსა და თელავში.სკოლაში გამოგვიყო ოთახი ჯგუფის წევრების სამუშაო შეხვედრებისათვის სადაც შექმნილია ყველა პირობა.წლის განმავლობაში ჩავატარეთ ერთობლივი ღონისძიებები,რომელმაც ხელი შეუწყო პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ,,კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტის დამკვიდრება ჩვენს სკოლაში,რომელმაც ხელი შეუწყო პედაგოგთა ურთიერთ თანამშრომლობას, გაიზარდა ნდობა და პოზიტიური უკუკავშირის საშუალებით ამაღლდა პროფესიონალიზმი.თანამშრომლობა გასცდა ჩვენი სკოლის ფარგლებს, ჯგუფის წევრმა პედაგოგმა გვანცა აქიმიძემ მეზობელი სოფლის,ზემო ალვანის N-1 საჯარო სკოლაში ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი.ასევე  გამოცდილების გაზიარების მიზნით მოვიწვიეტ ამავე სკოლის პედაგოგი ნაირა მელიქიძე. ჩვენს შორის შედგა ნაყოფიერი თანამშრომლობა.
     ჯგუფის წევრი პედაგოგები დადებითად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას.სკოლაში დავნერგეთ სიახლეები, დავაინტერესეთ და ჩავრთეთ პედაგოგები.ჩვენი ჯგუფის ძლიერი მხარე არის თანამშრომლობა და აქტიურობა. ვფიქრობთ, რომ საწყის ეტაპზე ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ გამოვიყენეთ.იმედს ვიტოვებთ მომავალში უკეთეს შედეგს მივაღწევთ,შევძლებთ მეტი პედაგოგის ჩართვას და ნდობის მოპოვებას.
    მუშაობაში ჯგუფის ხელის შემშლელი ფაქტორია პედაგოგთა ნაწილის სკეპტიკური დამოკიდებულება სიახლეების მიმართ,რომელიც მუშაობის პროცესში ნაწილობრივ შეიცვალა სამოდელო გაკვეთილებზე დასწრებით,აგრეთვე გამოცდილების გაზიარებით. ამ პრობლემის დასაძლევად აუცილებელია თანამშრომლობის გაგრძელება.
    პროექტი ,,სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“საჭირო და დროულია, რადგან სისტემატიურად და მიზანმიმართულად ხდება სიახლეების გაცნობა, დანერგვა.იმედი გვაქვს,რომ პროექტი გაგრძელდება და ჯგუფის წევრი პედაგოგების მოტივაციის ასამაღლებლად იქნება რაიმე სახის წამახალისებელი ჯილდო.

                                 

  სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ალვანის საჯარო სკოლა
 ,,სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფი
 2014 წელი

ა ნ გ ა რ ი შ ი
სკოლის  „შვიდკაცა“  ჯგუფების წლის შემაჯამებელი კონფერენცია

 ორგანიზატორი:  ნაფარეულის საჯარო სკოლა
ჩატარების ადგილი:  თელავის  # 1  საჯარო სკოლა
ჩატარების დრო :  20.06.2014 წ.
ხანგრძლივობა :  ერთი დღე
კონფერენციის მიზანი :   სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფების  2013 – 2014 წლის  სამუშაო ანგარიშების გაცნობა და შეჯამება, პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა
კონფერენციის მსვლელობა:
13: 00 სთ -  კონფერენცია გახსნა ორგანიზატორი სკოლის ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგმა ქ-მა ნინო სააკაშვილმა
ნაფარეულის სკოლის პედაგოგებმა წარმოადგინეს შვიდი მოხსენება, რომელიც ეხებოდა ინდივიდუალური სამუშაო გეგმას:
1.      თამარ ბიტიაშვილი - „ წლის ანგარიში“
2.       ნინო სააკაშვილი - „ წელი, როდესაც თავი ვიპოვე“
3.      მაია ახალკაციშვილი - „ 2013-2014 წლის ანგარიში“
4.      მაია სანიკიძე - „ 2013-2014 წლის ანგარიში“
5.      ლია გიგოლაშვილი - „ 2013-2014 წლის ანგარიში“
6.      ნატალია ბერიაშვილი- „ 2013-2014 წლის ანგარიში“
7.      თეა ხაჩოშვილი - „ 2013-2014 წლის ანგარიში“

15: 00 სთ - შესვენება
15:15 სთ -  კონფერენციაში მონაწილე მოწვეული სკოლის მასწავლებლებმა წარმოადგინეს ოთი  თემა:
1.    ქვემო ალვანის საჯარო სკოლა -  „ მოსწავლეთა საკოლო კონფერენცია“
2.    თელავის  # 8 საჯარო სკოლა -  „ ინტეგრირებული გაკვეთილი“
3.    აკურის საჯარო სკოლა - „ინტეგრირებული გაკვეთილები“
4.    ველისციხის საჯარო სკოლა - „ ინტეგრირებული გაკვეთილი“
სამწუხაროდ მასპინძელი, თელავის #1 საჯარო სკოლა არ დაესწრო კონფერენციას
კონფერენცია შეაჯამა ამავე სკოლების „ შვიდკაცა ჯგუფების“   კონსულტანტმა ქ-მა მარინა სეხნიაშვილმა, ისაუბრა ამ პროექტის დადებით როლზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში, სწავლა- სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში.

კონფერენციის მნიშვნელოვნების დასაბუთება:  კონფერენცია  იყო საინტერესო, მრავლისმომცველი,  ძალიან კარგი საშუალება ურთირთთანამშრომლობისა და სკოლების დაახლოვებისთვის. მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებ პროფესიული ზრდისთვის , გავითვალისწინებ მნიშვნელოვან რჩევებს და შესაბამისად დავგეგმავ მომავალ სასწავლო წელს.აუცილებლად გავუზიარებ გამოცდილებას ჩემს კოლეგებს და მომავალში მივიღებ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში .


სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ალვანის საჯარო სკოლა. ,,სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფი“-ს წევრი,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი გვანცა აქიმიძე.
20.06.2014 წელი.





ა ნ გ ა რ ი შ ი
„ინტელის“ ტრენინგი

ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენრტი
ჩატარების ადგილი: ახმეტა #2 საჯარო სკოლა
ხანგრძლივობა: 9 დღე ( 36 სთ)
ტრენერი: მაია ჯოხაძე
თემა: პროექტებით სწავლება და იფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება.
ტრენინგის მიზანი: ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროცესი, პროექტებით სწავლება.
ტრენინგის მსვლელობა: ტრენინგი შედგებოდა ცხრა მოდულისაგან, შესაბამისად გრძელდებოდა 9 დღის განმავლობაში, შაბათ- კვირას. იმის გამო, რომ ამ პერიოდში პარალელურად  მიმდინარეობდა საატესტატო გამოცდები, ტრენინგის ხანგრძლივობა დროში შედარებით გაიწელა, რადგანაც გამოცდების პერიოდში არ შეგვეძლო ისტ კაბინეტში მუშაობა.
  ინტელის  ტრენინგის პირველი დღე : დღე დაიწყო ურთიერთგაცნობით და სამუშაო პროცესის გაცნობით.განვსაზღვრეთ  ჩვენი მოლოდინები, გავეცანით ელექტრონულ მასალებს,შევქმენით ბლოგი და საქაღალდე, სადაც უნდა გაგვეთავსებინა შესაბამისი ნამუშევრები.საწყისმა  ეტაპმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, შემექმნა წარმოდგენა თუ რა სამუშაოს შესრულება შემეძლება ტრენინგის დამთავრების შემდეგ და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ამის გამოყენება სასწავლო პროცესში, რათა ფეხი ავუწყოთ ახალ გამოწვევებს სწავლა-სწავლების პროცესში "21- საუკუნის უნარ-ჩვევების " ჩამოყალიბებაში. განვსაზღვრეთ პროექტის თემა,რომელსაც ტრენინგის მანძილზე განვახორციელებდით.მე შევარჩიე : ,, თუშური ტრადიციული სამოსი, ხელსაქმე და სამზარეულო.“
ტრენინგი მეორე დღე: დღე დავიწყეთ საშინაო დავალების მიმოხილვით, მაგრამ მოვახდინეთ მხოლოდ ზეპირი განხილვა, რადგანაც გაიიში ელექტრო ენერგია, ამის გამო ტრენერი იძულებული გახდა შეეცვალა დღის განრიგი, დავიყავით 3 ჯგუფად, დაგვირიგდა თვითოეულ ჯგუფს პროექტები სხვადასხვა თემაზე, განვიხილეთ, შევარჩიეთ პრეზენტატორი და გავაკეთეთ პრეზენტაცია.ყველა თემა საკმაოდ საინტერესო იყო, პასუხი გავეცით წამოჭრილ კითხვებს, რაშიც ტრენერიც გვეხმარებოდა, ელექტრო ენერგიის ჩართვის შემდეგ განვიხილეთ ბუკლეტების დამზადება ვორდის ფაილში, გავაკეთეთ პროექტის შესაბამისი ბუკლეტები.ტრენინგის ბოლოს ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება
ინტელის ტრენინგის მესამე დღე: ტრენინგის მსვლელობა თანდათან უფრო საინტერესო ხდებოდა. მეცადინეობა დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით, შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე ვისწავლეთ საკვანძო სიტყვების მონიშვნა და ჩასმა. განსაკუთრებით მომეწონა ,,ზოგადი“ , ,,თემატური“ და ,,შინაარსობრივი“ კითხვების გამოყენება . შემდეგ ჩვენი საქაღალდე ავტვირთეთ საკუთარ მეილზე და გავაზიარეთ ტრენერთან.
ინტელის ტრენინგის მეოთხე დღე:  სამწუხაროდ დილიდანვე არ გვქონდა წვდომა ინტერნეტზე და ამის გამო მოვახდინეთ საშინაო დავალების ზეპირად შეჯამება, განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,გავაანალიზეთ და მას შემდეგ რაც შეგვეძლო ინტერნეტთან მუშაობა ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე. აგრეთვე გავაკეთეთ კომენტარები სხვების ნამუშევრებზეც.
ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღე:   ეს დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო.წინა ორი დღის ტრენინგზე ვერ შევძელი დასწრება, რადგან ვესწრებოდი " შვიდკაცას" ტრენინგებს. სავალდებულო ოთხი საათის გარდა ტრენინგზე აღვადგინე გაცდენილი საათები და დაგროვილი დავალებები შევასრულე.ვისწავლეთ მოსწავლისათვის პრეზენტაციის ხარაჩოს გაკეთება და ბლოგზე პრეზენტაციების ატვირთვა. შეძლებისაგვარად გავაკეთე, გადავღალე ტრენერიც. გმადლობთ ქალბატონო მაია!
ტრენინგის მერვე დღე : დღეს ცოტა მოგვიანებით მოგვიწია უშუალოდ ინტერნეტთან მუშაობა, რადგან წინა დღეებში იყო საატესტატო გამოცდები და ინტერნეტთან წვდომის საშუალება არ გვქონდა. განვიხილეთ რა არის ფასილიტაცია, ვისწავლეთ დრაივის დახმარებით კითხვარების შედგენა, კიდევ ერთხელ დავამუშავეთ ბლოგის დიზაინი, შევემზადეთ საპრეზენტაციოთ-ნი მაია როგორც ყოველთვის ენერგიას არ იშურებდა, რომ ყველაფერი სრულყოფილად შეგვესრულებინა, ტრენინგზე გვესწრებოდა მონიტორი, იმედია არ შევარცხვინეთ ტრენერი.
ტრენინგის მეცხრე ( ბოლო დღე) :  დავამთავრეთ პროექტზე მუშაობა,წარმატებით დავამთავრეთ ტრენინგი. გავაკეთეთ პრეზენტაციები, განვიხილ თვითოეულის ნამუშევარი, მივეცით ერთმანეთს რჩევები და რეკომენდაციები


მიუხედავად დამღლელი სამუშაოებისა, ტრენინგმა ძალიან საინტერესოთ და ნაყოფიერად ჩაიარა. მიხარია რომ შევიძინე ბევრი ახალი მეგობარი.

ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება:
ძალიან ნაყოფიერი მეცადინეობები გვქონდა და ბევრი რამ ვისწავლე,რომელსაც ჩემს მოსწავლეებთან ერთად განვახორციელებ.მივესალმები პროექტებით სწავლების ახალ მიდგომებს და აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.... სამომავლოდ აუცილებლად პროექტებზე მუშაობის დროს ბავშვებთან ერთად გავაკეთებ პროექტების ელექტრონულ ვერსიებს და დავგეგმავ ინტეგრირებულ პროექტებს.

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის  სოფელი ქვემო ალვანის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი გვანცა აქიმიძე
                                                                                                                  2014 წ.


ტრენინგის ანგარიში
,,სწავლებისა და შეფასების ეფექტური სტრატეგიები“

ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

პროექტი: ,,სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“

ჩატარების ადგილი: ქ.თელავი, N -I საჯარო სკოლა

ჩატარების დრო:24-25.05 2014 წ. და 31.05 2014-1.06 2014 წ.

ხანგძლივობა: ოთხი დღე, 20 საათი.

ტრენერი: ქ-ნი მაკა მამფორია.

მიზანი: მსმენელები გაეცნობიან სწავლებისა და შეფასების სხვადასხვა სტრატეგიას, რათა შეძლონ მათი ეფექტური გამოყენება სასწავლო კონტექსტის შესაბამისად.კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიების დემონსტრირებასა და ანალიზს.მსმენელები გააცნობიერებენ, რომ სრულყოფილი აზროვნების პროცესის დროს საჭიროა სხვადასხვა ტიპის აზროვნების აქტივაცია.

ტრენინგზე განხილული ძირითადი საკითხები:
·         ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ესგ-ის მოთხოვნების გათვალისწინება სასწავლო პროცესის დაგეგმვისას;
·         სხვადასხვა სააზროვნო უნარის (მეტაკოგნიტური, ტრანსფერის, შემოქმედებითი, კრიტიკული, ანალიტიკური და სხვ.) განვითარების ეფექტური სტრატეგიები;
·         შეფასების მეთოდები,  შეფასების სქემებისა და რუბრიკების  შექმნა.
ტრენინგის მსვლელობა:

პირველი დღე. ტრენინგი დაიწყო პირველი აქტივობით-,,მოლოდინების კლასიფიკაცია“,რომლის დროსაც მსმენელებმა  მოლოდინები დავწერეთ ბარათებზე და გადავეცით ტრენერს.
პორველ დღეს გავეცანით მეთოდებს:
·         ,,პრიორიტეტების დადგენა“
·         ,,გონებრივი იერიში“
·         ,,ჯიგსოუ“
·         ,,დაკარგული სიტყვები“
·         ,,ინტერვიუ სამი ნაბიჯი“
მეთოდით ,,პრიორიტეტების დადგენა“ განვსაზღვრეთ ჩვენთვის პრიორიტეტული მიზნები. განვიხილეთ ყელა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები, ამ მეთოდის
გამოყენებით განვითარებული უნარები და ვიმსჯელეთ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ვიმუშავეთ ჯიგსოუს მეთოდით ტექსტზე, რომელიც მოიცავდა აზროვნების ხუთ ტიპს და გავაკეთეთ პრეზენტაცია. ასევე განვიხილეთ ტრანსფერის უნარი და ტრენერმა ჩაგვიტარა სამოდელო გაკვეთილი თუ რა მეთოდებით ხდება ამ უნარის განვითარება. სამუშაო დღის ბოლოს მოგვცა დავალება: დაგვეწერა ერთი აქტივობა ,რომელიც ანვითარებს ანალიტიკურ აზროვნებას. ცხრილის შევსება; საჭირო ნივთების მოტანა (ძაბრი, მაკრატელი, ჭიკარტი, საათი, სანტიმეტრი...)

ტრენინგის მეორე დღე. სამუშაო დღე დაიწყო საშინაო დავალების განხილვით. ვიმუშავეთ მეთოდებზე:
·         ,,აზრების წრე“
·         ,,რისთვის გამოიყენებდი“
·         ,,დებატი“
·         ,,აზროვნების სამი სკამი“
·         ,,სიტყვათა ჯაჭვი“
     განვიხილეთ ჩამოთვლილი მეთოდების საშუალებით განვითარებული უნარები,მისი დადებითი მხარე და საფრთხეები. ვიმუშავეთ ჯგუფებში მეთოდით ,,რისთვის გამოვიყენებდი“, იყო ძალიან ნაინტერესო და შევქმენით რესურსები,რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა საგნის გაკვეთილზე.მოვაწყეთ დებატების იმიტაცია და დავიცავით ყველა ის წესი რაც აუცილებელია დებატების სრულყოფილად ჩატარებისათვის. მსმენელების დიდი მოწონება დაიმსახურა მეთოდმა ,,აზროვნების სამი სკამი“.ვიმუშავეთ ამ მეთოდის გამოყენებით თემაზე ,,საკლასო ოთახი“.მეთოდი იყო ძალიან საინტერესო და სასარგებლო. სამუშაო დღე შევაჯამეთ მეთოდით ,,სიტვათა ჯაჭვი“. საშინაო დავალება: შევარჩიოთ თემა და ჩამოვაყალიბოთ მიზანი. მიზნის მისაღწევად გამოვიყენოთ ის სტრატეგია, რომელიც შეგვხვდა.

ტრენინგის მესამე დღე. ერთობლივად განვიხილეთ საშინაო დავალება, გამოვიყენეთ მეთოდი,,გასეირნება გალერეაში“.ცხრილის სახით ჩამოვწერეთ აზროვნების სხვადასხვა ტიპის  მახასიათებლები,რომელსაც შემდეგ გამოვიყენებდით შეფასების რუბრიკების შედგენაში.დეტალურად განვიხილეთ შეფასების მიზნები, ფორმები, საშუალებები და შეფასების რუბრიკები. მივუსადაგეთ უნარების მაჩვენებლები შეფასების საშუალებებს.განვიხილეთ დაკვირვების ფორმები: ფორმალური და არაფორმალური დაკვირვება.სამუშაო დღე დავასრულეთ საშინაო დავალების გარეშე.

ტრენინგის მეოთხე დღე.სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებისათვის შევქმენით მოსწავლეთა შეფასების რუბრიკები. დავწერეთ განმავითარებელი კომენტარი მოსწავლის ნამუშევარზე.მოვახდინეთ წინა დღის რეფლექსია.ასევე გაკვეთილის მიზანს მოვარგეთ შეფასების კრიტერიუმები და განვიხილეთ ზოგადი ,ანალიტიკური და ჰოლისტური შეფასების სქემები.საგნობრივმა ჯგუფებმა შევადგინეთ კონკრეტული მეთოდის  შეფასების რუბრიკა.ბოლოს მოვახდინეთ ტრენინგის შეჯამება და ინდივიდუალურად დავწერეთ ტესტი,რომლის შედეგიც განსაზღვრავდა ჩვენს ცოდნას.

ტრენინგის მნიშვნელოვნება
     ტრენინგი იყო საინტერესო, შრომატევადი და ეფექტური. ოთხივე დღის მანძილზე ჩვენი ჩართულობა იყო მაღალი . პრაქტიკული სამუშაო და კონკრეტულ საკითხებზე მოყვანილი მაგალითები,რომლითაც გამდიდრებული იყო ეს ტრენინგი, საუკეთესო საშუალებაა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის. დიდი მადლობა ქ-ნ მაკა მამფორიას,რომელმაც უდიდესი შრომა გაწია. ტრენიგის მასალებს გამოვიყენებ სკოლაში სხვა მასწავლებლებთან გასაცნობად და ეფექტური გაკვეთილების დასაგეგმად.

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ალვანის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნრბის პედაგოგი გვანცა აქიმიძე.
                                                                                                        


                                                                                                                           2014 წ.



ა ნ გ ა რ ი შ ი
მოსწავლეთა შიდა სასკოლო კონფერენცია
,,კომპიუტერული ტექნოლოგიების დადებითი როლი სწავლა სწავლების პროცესში


ჩატარების  თარიღი: 16 .05. 2014

ჩატარების ადგილი:  ქვემო ალვანის საჯარო სკოლა

ორგანიზატორები : სსიპ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნინო დომელიშვილი და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი გვანცა აქიმიძე

სწავლის საფეხური:  საბაზო

სამიზნე ჯგუფი:  საბაზო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები
თემა:  „  კომპიუტერული ტექნოლოგიების დადებითი როლი სწავლა-სწავლების პროცესში“

პრობლემების იდენტიფიცირება : მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია

მიზანი :  
·         მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა;
·         ინფორმაციის მოძიების, დახარისხების  და ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება;
·         პროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევის;
·         უნარ-ჩვევების განვითარებას;
·         ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნის ტრანსფერი სწავლა-სწავლების პროცესში;
·         საგანთა შორის კავშირის დანახვა;
·         სასწავლო რესურსების შექმნა.

კონფერენციის მსვლელობა:   მოსწავლეთა ინფორმირების შემდეგ, მათ საშუალება ჰქონდათ თვენახევრის განმავლობაში ემუშავათ საკონფერენციო თემებზე სხვადასხვა საგანში. 16 მაისს გაიმართა კონფერენცია, სადაც  წარმოდგენილი იყო ათი მოხსენება, ექვსი - ხელოვნებაში და ოთხი- მათემატიკაში. ესწრებოდნენ მონაწილე მოსწავლეები, დაინტერესებული პედაგოგები და სკოლის დირექცია. დასასრულს მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.  აგრეთვე  სკოლამ დააჯილდოვა მიზნობრივი-სასწავლო ექსკურსიით.
კონფერენციაზე წარმოდგრნილი იყო შემდეგი თემები:
·         კასპიის ზღვის ამოცანა - მათემატიკა;
·         რა არის ფინანსური მათემატიკა- მათემატიკა;
·         გაყოფაობის ნიშნები- მათემატიკა;
·         საოცარია მათემატიკის სამყარო-ისტორი,მათემატიკა;
·         ანტიკური საბერძნეთი-ხელოვნება,ისტორია;
·         ბარბაროსების კულტურა-ხელოვნება,ისტორია;
·         იტალიური და ჩრ. ევროპული რენესანსი-ხელოვნება;
·         აღორძინება-ხელოვნება;
·         ეგვიპტე-ხელოვნება,ისტორია;
·         ლეონარდო, როგორც გამომგონებელი-ხელოვნება.

შედეგი:  კონფერენცია როგორც მზადების პერიოდში, ასევე შემდგომ წარიმართა ძალიან საინტერესოდ, მოხსენების დროს მოსწავლეებმა შეძლეს სრულყოფილი პრეზენტაციების წსრმოდგენა და აუდიტორიის ფლობა, განუვითარდათ პრეზენტაციის უნარები, საკონფერენციო თემები არის საუკეთესო ელექტრონული  რესურსები საგაკვეთილო პროცესში გამოსაყენებლად. ვთვლით რომ დასახული მიზნები მიღწეულ იქნა და სამომავლოდ დამკვიდრდება  კონფერენციის ჩატარების ტრადიცია

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი გვანცა აქიმიძე   
                                                                                                                            2014   წ.





ყოველწლიურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია

კონფერენციის დასახელება:
,,ინოვაციური მიდგომები პედაგოგიურ პრაქტიკაში”

კონფერენციის ჩამტარებელი ორგანიზაცია:
·         „ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა  XXI საუკუნე“
·         მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
·         ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კონფერენციის ჩატარების დრო და ადგილი:
10 მაისი 2014 წელი
თბილისი, თი-ბი-სი ბანკის ცენტრალური ოფისი
კონფერენციის ხანგრძლივობა:
ერთი დღე.
მიზანი:
პედაგოგიურ პრაქტიკაში ინოვაციური მიდგომების გაცნობა,მასწავლებელთა პროფესიული ზრდა, საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის,გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის.
კონფერენციის მსვლელობა:

I ნაწილი
კონფერენციის გახსნა – 10.30 სთ
კონფერენცია საზეიმოდ გახსნა ქ-ნ მარიამ ქუთათელაძემ( ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე), წარმატებები უსურვა ყველა მონაწილეს და ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე.
ვაჟთა სიმღერის გუნდილამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე
კახა ჟღენტიმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ზეპირი მოხსენებები:
მაია ინასარიძე პროგრამის პრეზენტაცია:„სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
თამარ მოსიაშვილიწარმოსახვითი განათლება და სასწავლო პროცესისამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, განათლების სპეციალისტი
მალხაზ მაყაშვილიციფრული ტექნოლოგიები კრიტიკული აზროვნების    განვითარებისთვისილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ფაკის ასოც. პროფესორი
ნინო დუჩიძეანტინარკოტიკული სწავლება სკოლაშიილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ფსიქოლოგიის დოქტორანტი
დავით სონღულაშვილივირტუალური და რეალურვირტუალური    ლაბორატორიები ფიზიკაშისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სრ. პროფესორი
ჟუჟუნა პეტრიაშვილივირტუალური ლაბორატორია ქიმიის სწავლებაშილამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI  საუკუნე,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრ. პროფესორი
12.30 – 13.00   შესვენება

II ნაწილი, კერძო და საჯარო სკოლების პედაგოგთა ზეპირი მოხსენებები:
თამარ ყიფიანი, ნათელა ქობალია ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასა და მათემატიკაში“,ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI  საუკუნე
პაატა პაპავა კითხვის ეფექტური სტრატეგიები,განათლების სპეციალისტი
ნინო ღამბაშიძე ქართული ლიტერატურის მასწავლებლის ერთი საჭირბოროტო
საკითხისთვის“,გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში
პეტრე ბაბილუა, დავით ნოზაძე მათემატიკის სწავლება ტექნოლოგიების გამოყენებით,ევროპული სკოლა
გვანცა აქიმიძე პროექტგაკვეთილისასწავლო რესურსების აღდგენა რესტავრაცია“.ახმეტია, სოფ. ქვემო ალვანის საჯარო სკოლა
ხათუნა ტაბიძე პროექტიმსგავსება და განსხვავება კომპიუტერულ და ბიოლოგიურ ვირუსებს  შორის,გორის №9 საჯარო სკოლა
ნინო იარაჯული პროექტიმოსწავლეების მიერ მულტფილმის, როგორც ისტ-ის რესურსის შექმნა და გამოყენება,თბილისის №159 საჯარო სკოლა
სტენდური პრეზენტაციები:
ლელა მანგოშვილი სასწავლო რესურსის შექმნა პრაქტიკულ კვლევაზე დაყრდნობით,თბილისის საერო სკოლაბინული
ნანა კენჭოშვილი ორიგამი - გეომეტრიის სწავლების ერთ-ერთ- მეთოდი,ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ. №1 საჯარო სკოლა
ნინო ახალკაცი ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და რუსულ ენაში,თბილისის №10 საჯარო სკოლა
ნატალია ინდუაშვილი, ეკა თაბუაშვილი ინტეგრირებული პროექტიადამიანი გარემოსათვის, გარემო ადამიანისათვის“,თბილისის №71 საჯარო სკოლა
ნადია (ნანა) დაბრუნდაშვილი პროექტიგეომეტრიული ფორმები არქიტექტურაში,ხაშურის №1 საჯარო სკოლა
მადონა ლიპარტელიანი როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ ბიოლოგიური ექსპერიმენტი,თბილისის საერო საშუალო სკოლა-კომპლექსისადუნი
იზა შათირიშვილი შემოქმედებითი აზროვნებაპრობლემის გადაჭრის კრეატიული გზები,ჩოხატაურის ნისოფ. ნაბეღლავის საჯარო სკოლა
დინარი სადაღაშვილი საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა მათემატიკის სწავლებისას,გორის ნი, სოფ. ქვახვრელის საჯარო სკოლა
ირმა კრაველიძე , ენავ ჩემო,საჩხერეს ნი, სოფ. ჭალის საჯარო სკოლა

კონფერენციის  მნიშვნელოვნების დასაბუთება:
    მოვისმინე ძალიან საინტერესო მოხსენებები,რომელიც შეეხებოდა ინოვაციურ მიდგომებს სასწავლო პროცესში.კონფერენცია  საუკეთესო საშუალებაა პედაგოგიური პრაქტიკის გაცნობისა  და პროფესიული ზრდისათვის.პროექტებისა და კვლევების განხორციელება ყოველთვის თან სდევს სასწავლო პროცესს და კონფერენციაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება სამომავლო მიზნების განხორციელებაში. ახალი იდეების, ინოვაციების,სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვაში. კონფერენცია დამეხმარება  თავად ვეძიო  და ავირჩიო  შედეგის მისაღწევად უკეთესი გზა, რათა მივაღწიო ეროვნული სასწავლო  გეგმის ფუნდამენტური პრინციპსშედეგზე ორიენტირებას.მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას  აუცილებლად  გავუზიარებ ჩემს კოლეგებს.

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ალვანის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი გვანცა აქიმიძე.                                          
                                                                                                                    10.05.2014 .







ა ნ გ ა რ ი შ ი

კონფერენცია

,,სტატიის აკადემიური ფორმატი,პრეზენტაცია და მოხსენება“
     
    
    კონფერენციის ჩამტარებელი ორგანიზაცია: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

ჩატარების ადგილი:თბილისი,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის შენობა.

ჩატარების დრო:  06-04-2014 წელი

ხანგძლივობა:  1 დღე

კონფერენციის მიზანი:
აკადემიური (მეთოდური) სტატიების განხილვა, საკონფერენციო მოხსენებებისა და პრეზენტაციების აკადემიურ ფორმატში მომზადება და წარდგენა.პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის მსვლელობა:
კონფერენცია გახსნა  ქ-მა თამარ მოსიაშვილმა და კიდევ ერთხელ გაგვაცნო კონფერენციის მიზანი.მოვუსმინეთ 13  მომხსენებელს.
წარმოდგენილი პრეზენტაციები:
·         ,,რთული ქცევის მართვა“- ასმათ ჩხიტუნიძე.
·         ,,თვით აღქმის განვითარება“- ეკა დონაძე.
·         ,,გეომეტრიის სწავლება ისტ-ის გამოყენებით“- ნინო დომელიშვილი.
·         ,,ელექტრონული რესურსის გამოყენება ხელოვნების გაკვეთილზე“- გვანცა აქიმიძე.
·         ,,მეტაკოგნიტური ცოდნის განვითარება“-  ხათუნა კაპანაძე.
·         „განწყობის თეორია“- თამარ კულულაშვილი
·         ,,მრავალმხრივი ინტელექტი“-ნინო იორამიშვილი.
·         ,,მხატვრულ თარგმანებძე მუშაობა“- შორენა ხუხუა.
რვა პრეზენტაციის შემდეგ შევისცენეთ ნახევარი საათით.
·         ,,მშობელთან მუშაობის ეფექტური სტრატეგია დაწყებით კლასში“-მარი გამცემლიძე.
·         ,,ელექტრონული სწავლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში“-ანა სარიშვილი.
·         ,,ქართული ენის დიალექტები“- დიანა წურწუმია.
·         ,,მიმღეობური ფორმები ქართულში“- მაია ეკალაძე.
·         ,,ორგანიზაციული კულტურის ტიპები“- ნანა ახობაძე.
     კონფერენცია შეაჯამეს ქალბატონებმა: თამარ მოსიაშვილმა და მანანა ბოჭორიშვილმა.დასასრულს თამარ მოსიაშვილმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის დეცენტრალიზაცია“, სადაც დაწვრილებით იყო განხილული სისტემის დეცენტრალიზაციის შედეგად საჯარო სკოლებში სწავლების პროცესის გაუმჯობესება.მოყვანილი იყო კვლევის შედეგები და დასკვნები.
     კონფერენციის დასასრულს  მონაწილე პედაგოგებს გადმოგვცეს სერტიფიკატები. ჩემთვის ძალიან საინტერესო და ეფექტური იყო კონფერენციაში მონაწილეობა. მოუსმინ  კოლეგებს და ავიზიარ მათი გამოცდილება.კონფერენცია კარგი საშუალება  პედაგოგიური პრაქტიკის გაცნობის  და ჩემი პროფესიული ზრდისათვის. პროექტებისა და კვლევების განხორციელება ყოველთვის თან სდევს სასწავლო პროცესს და კონფერენციაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება სამომავლო მიზნების განხორციელებაში. ახალი  იდეების,  ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვაში. კონფერენციაზე  მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გავუზიარებ ჩემს კოლეგებს და დავეხმარები აკადემიურ ფორმატში პრეზენტაციებისა და სტატიების მომზადებაში.

      სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ალვანის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი გვანცა აქიმიძე.                                            
 10.04.2014







       ”სტატიის აკადემიური ფორმატი,პრეზენტაცია და მოხსებნება“
ორ დღიანი ტრენინგის ანგარიში
15-16 მარტი 2014 წ.
ტრენერები:
თამარ მოსიაშვილი, მანანა ბოჭორიშვილი


მიზანი: აკადემიური (მეთოდური) სტატიის წერის კულტურის განვითარება, საკონფერენციო მოხსენებებისა და პრეზენტაციების აკადემიურ ფორმატში წერა.
ტრენინგის პირველი დღე:

I ნაწილი
          ურთიერთგაცნობა
          სატრენინგო მასალების გაცნობა
ქ-მა მანანა ბოჭორიშვილმა გაგვაცნო აკდემიური სტატიის სტრუქტურა, რომელიც შედგება ექვსი ძირითდი  ელემენტისაგან, ტექსტი პარამეტრები, გავეცანით თავფურცელის სწორ ნიმუშს, ამის შემდგომ შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო, სადაც განვიხილეთ და შევაფასეთ სხვის მიერ დაწერილი სტატია, აგრეთვე განვსაზღვრეთ სტატიის სტრუქტურა როგორ დავწეროთ მეთოდური სტატია ჩვენს მიერ გადაგზავნილი მოხსენებებზე. განვიხიეთ სამი ძირითადი ნაწილი: შესავალი, ძირითდი ნაწილი და დასკვნა.
შესვენება: 130 -200

II ნაწილი
ქ-ნი  თამარ მოსიაშვილი  გვესაუბრა აბსტრაქტის, როგორც დამოუკიდებელი დოკუმენტის მნიშვნელობაზე და გაგვაცნო მისი წერის ძირითადი სახე , ტექნიკური პარამეტრები და ნიმუში. ცალკ-ცალკე განვიხილეთ აბსტრაქტის ტიპები და როგორ დავწეროთ აბსქტრაქტი.
განვიხილეთ რა არის  პლაგიატი, როგორ დავიცვათ თავი მისგან, ვისწავლეთ პერიფრაზისა და ციტირების გამოყენება სტატიაში
საშიანაო დავალება: მონახაზის გაკეთება მომავალი სტატიის დასაწერად
ტრენინგის მეორე დღე

I ნაწილი
მსმენელები დავიყავით ორ ჯგუფად, ჩემ ჯგუფთან მუშაობდა ქ-ნი თამარ მოსიაშვილი, მოხდა საშიანაო დავალების დეტალური განხილვა-ჩასწორება.
შესვენება

II ნაწილი
 რა არის ლიტრევიუ (ლიტერატურის მიმოხილვა), რას შეიცავს, როგორ მოვახერხოთ წყაროების შერჩევა და რა ფორმით განვათავსოთ სტატიაში.
განვიხილეთ პრეზენტაციის აკადემიური ფორმატი, რომელიც წარმოადგენს საკითხის აღწერას სლაიდების ფორმატში: მისი სტრუქტურული ელემენტები, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი ნაწილები, ვიზუალური გაფორმება.
პრაქტიკული სამუშაო: სტატია დავყავით საპრეზენტაციო სლაიდებათ

ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება:
            ტრენინგი:“ სტატიის აკადემიური ფორმატი, პრეზენტაცია და მოხსენება“
ჩემთვის ძალიან საინტერესო და ეფექტური იყო. ვისწავლე მეთოდური სტატიის აკადემიურად წერა და დავგეგმე შემაჯამებელი კონფერენციისთვის სტატიის დაწერა, ჩვენი სკოლის ორივე პედაგოგმა, რომელიც ვესწრებოდით აღნიშნულ ტრენინგს დავგეგმეთ გავაკეთოთ პედკოლექტივის წინაშე ტრენინგის პრეზენტაცია, რითიც გავუზიარებთ მიღებულ გამოცდილებას.
  გავიცანი ბევრი აქტიური პედაგოგი, გავუზიარეთ პროფესიული გამოცდილება, ტრენინგის შემდგომ უშუალოთ გაგვესაუბრნენ ტრენერები და მოგვცეს რჩევები სხვადასხვა საგანმანათლებლო საკითხებში, რის შედეგდ კარგად მივხვდი თუ როგორ შეიძლება კვლევის ჩატარება და რა განსხვავებაა პედაგოგიურ კვლევასა და პროფესიონალურ დონეზე ჩატარებულ კვლევას შორის.ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გავუზიარებ ჩემს კოლეგებს და მათთან ერთად დავწერ აკადემიური ფორმატის მეთოდურ სტატიას.

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ალვანის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი გვანცა აქიმიძე.                                                                     
                                                                                                                    2014 წელი

                                                                                                          

                                                                                                          

         
ანგარიში
ღონისძიების (აქციის) ჩატარების შესახებ
აქცია ,,სიკეთის ეპიდემია


ღონისძიების ჩატარების დღე: 5 მარტი 2014 წელი

სკოლა: ქვემო ალვანის საჯარო სკოლა

ორგანიზატორი პედაგოგები: გვანცა აქიმიძე(ხელოვნება)
                                                      ნინო დომელიშვილი(მათემატიკა)
მონაწილეები: ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები

ძირითადი თემა/საკითხი:
     5 მარტს სკოლაში მოეწყო აქცია,,სიკეთის ეპიდემია“,რომელშიც ჩაერთო მთელი სკოლა სხვადასხვა აქტივობებით.აქციის მიზანი იყო მოსწავლეებში ემპათიის გაღვიძება,სხვადასხვა ასაკის მოსწავლეების მიერ საქველმოქმედო აქტივობების განხორციელება:
·         საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება და მეზობელ სოფლებში გავრცელება;
·         აფხაზეთის ომის გმირის მოზაიძე ზაზას ოჯახში სტუმრობა ქველმოქმედების მიზნით;
·         აგვისტოს ომის ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახში სტუმრობა ქველმოქმედების მიზნით;
·         შეზღდული ფიზ. შესაძლებლობების მქონე ქალბათონთან სტუმრობა და საოჯახო საქმეებში დახმარება;
·         გმირთა მემორიალის დასუფთავება;
·         მოსწავლეების მიერ დამზადებული და სახლიდან მოტანილი სათამაშოების საბავშვო ბაღებისთვის გადაცემა;
·         კონცერტი-ექსპრომტი ღია ცის ქვეშ , შემოწირულობების შეგროვება და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში შეგროვილი თანხის გადარიცხვა;
·         მეორადი ტანსაცმლის შეგროვება და გაჭირვებულებისთვის გადაცემა;
·         ღვაწლმოსილი პენსიონერი პედაგოგებისათვის  3 და 8 მარტის მილოცვა

ძირითადი რესურსები:
მოსწავლეების მიერ დამზადებული პლაკატები,რომლებიც იყო გაფორმებული ნახატებით და ტექსტებით.საინფორმაციო ბუკლეტები.საბავშო ბაღებისათვის საჩუქრებად გამზადებული ხელნაკეთი სათამაშოები,თვალსაჩინოებები და სახლიდან მოტანილი,შეგროვილი სათამაშოები.იის თაიგულები

შედეგი:
აქციამ დიდი გამოხმაურება დაიმსახურა,აქტიურად ჩაერთო მთელი საჯარო სკოლა.ყველაფერი წინასწარი გეგმის მიხედვით განხორციელდა. მოსწავლეების მხრიდან იყო უკუკავშირი: მათ ძალიან მოეწონათ აღნიშნული აქცია და გამოთქვეს სურვილი მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელებისთვის.

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ალვანის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნრბის პედაგოგი გვანცა აქიმიძე.
                                                                                                        
                                                                                                                           2014 .      







ეროვნული კონფერენცია
23-25 დეკემბერი 2013.


 კონფერენციის დასახელება:
საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.“

 კონფერენციის ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

კონფერენციის ჩატარების ადგილი:
აჭარაჩაქვისასტუმრო ,,ოაზისი“.

კონფერენციის ხანგრძლივობა:
ორი დღე.

მიზანი და ამოცანები  
მიზანი:
მასწავლებელთა პროფესიული ზრდა, საუკეთესო
პედაგოგიური პრაქტიკის,გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის..

ამოცანები:
·         სიახლეების გაცნობა საგანმანათლებლო სფეროში;
·         კოლეგების გამოცდილების გაზიარება ;
·         მასწავლებელთა კვალიფაკაციის ამაღლება;

რეზიუმე
კონფერენციის პირველი დღე:
·         კონფერენცია საზეიმოდ გახსნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა თეა კვინტრაძემ და გაგვაცნო ეროვნული ცენტრის მუშაობის ანგარიში.
·         გამომსვლელმა გიორგი გახელაძემ    გააკეთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის-ზოგადი პრინციპების პრეზენტაცია.
·         გამომსვლელი ნინო ლაბარტყავა-,,განმავითარებელი შეფასება“.
·         გამომსვლელი ზაქრო გიუნაშვილი-,,ციფრული წიგნიერება“.
·         დღის შეჯამება- ქალბატონი თეა კვინტრაძე.

კონფერენციის მეორე დღე:
სექციური მუშაობა- ,,ესთეტიური მეცნიერებების სექცია“. თითოეულმა მომხსენებელმა კოლეგებს მის მიერ მომზადებული გაკვეთილი წარუდგინა და საგნის სწავლების სხვადასხვა მეთოდები შესთავაზა.
·         თბილისის N85 სკოლა,გამომსვლელი მარინა ჯოხაძე -,,ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ფინალი-ევროკავშირის ჰიმნი“.
·         ხობი,საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლა,გამომსვლელები:თეა კვირკველია,ელზა ნანეიშვილი-,,მკურნალი მუსიკა და ინსტრუმენტები“.
·         გარდაბანი,გამარჯვების საჯარო სკოლა,გამომსვლელები:ია მაჩხაშვილი,ეკატერინე ქვრივიშვილი-,,ხელოვნების როლი მოსწავლეთა დადებითი ემოციების განვითარებასა და გადმოცემაში“.
·         წყალტუბო,სოფელი მესხეთის საჯარო სკოლა,მომხსენებელი ნანა ბაბუნაშვილი-,,მუსიკა და სპორ
·         ქალაქი ონი, საჯარო სკოლა.მომხსენებელი თეონა ჯაფარიძე-,,კულტურული ურთიერთობები,კოლხეთი-საბერძნეთი“.
·         თბილისი N146- საჯარო სკოლა,მომხსენებელი ირინე ბოყოველი-,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“.
·         თბილისი N 166- საჯარო სკოლა,მომხსენებელი ნინო როსტომაშვილი-,,მათ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ“.
·         კახეთი,ახმეტა,სოფელი ქვემო ალვანის საჯარო სკოლა.მომხსენებელი გვანცა აქიმიძე-,,გადავარჩინოთ დავიწყებას ძაფის შეღებვის უძველესი ტრადიცია“.

კონფერენციის  მნიშვნელოვნების დასაბუთება:
მოვუსმინე  კოლეგებს და გავიზიარე მათი გამოცდილება.ეს კონფერენცია კარგი საშუალება  იყო  პედაგოგიური პრაქტიკის გაცნობის  და ჩემი პროფესიული ზრდის საქმეში,პროექტებისა და კვლევების განხორციელება ყოველთვის თან სდევს სასწავლო პროცესს და კონფერენციაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება სამომავლო მიზნების განხორციელებაში.იგი საშუალებას მომცემს შევძლო პედაგოგიური  საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირებამისი გადაჭრის  გზების  ძიება და პოვნა, ახალი იდეების, ინოვაციების,სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოჩენა, საჭირო უნარჩვევების განვითარება. ეს კონფერენციამ დამეხმარება  თავად ვეძიო  და ავირჩიო  შედეგის მისაღწევად უკეთესი გზა, რათა მივაღწიო ეროვნული სასწავლო  გეგმის ფუნდამენტური პრინციპსშედეგზე ორიენტირებას.

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ალვანის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი გვანცა აქიმიძე.                                         

                                                                                                  30.12.2013







               ანგარიში პროექტგაკვეთილის ჩატარების შესახებ
               ,,სასწავლო რესურსების აღდგენა-რესტავრაცია


ჩატარების დრო:  8-17 ოქტომბერი 2013 წელი

სკოლა : ქვემო ალვანის საჯარო სკოლა      კლასი : XI-ა

მასწავლებელი:   გვანცა აქიმიძე      

საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (არჩევითი კურსი)

ხანგძლივობა ოთხი გაკვეთილი: 8-10-15-17 ოქტომბერი

ძირითადი თემა/ საკითხი:
   პროექტ-გაკვეთილის ძირითადი მიზანი იყო სკოლაში არსებული დაზიანებული სასწავლო რესურსების(თაბაშირის ფიგურების) აღდგენა,რესტავრაცია.მოსწავლეებში თანამშრომლობითი და პრაქტიკული მუშაობის უნარჩვევის,პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების უნარჩვევის განვითარება.

პროექტი-გაკვეთილის მსვლელობა:

          პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებმა გადაუღეს ფოტოები დაზიანებულ  ფიგურებს,გაასუფთავეს  და მოამზადეს რესტავრაციისათვის.

          მეორე გაკვეთილზე მოსწავლეებმა ჩაატარეს ფიგურების აღდგენითი სამუშაო.ამოავსეს დაზიანებები და გაამზადეს შესაღებად.

          მესამე გაკვეთილზე მოხდა ფიგურების შეღებვა და რესტავრაციის დასრულება.

          მეოთხე გაკვეთილზე მოვაწყეთ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია,სადაც XI-ა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებსა და მოსწავლეებს წარუდგინეს საკუთარი ნამუშევარი. 



                                        მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
მოსწავლის თვითშეფასება
რამდენად ვიყავი ჩართული პროექტში

ჩემი როლი პროექტზე მუშაობაში

რა იყო ყველაზე საინტერესო ჩემთვის

რა იყო პრობლემა

რა მასწავლა ამ პროექტმა

                                       

შედეგი:
მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ სამუშაოს,განსაკუთრებით მოეწონათ შეღებვის პროცესი,ისინი იყვნენ მაქსიმალურად ჩართულები,გამოავლინეს თანამშრომლობის უნარი.ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეებმა კიდევ უფრო მეტად გაიღრმავეს ცოდნა რესტავრაციის პროცესზე.თვითშეფასების რუბრიკის საშუალებით მე გავიგე მოსწავლეების დამოკიდებულება ჩატარებული სამუშაოსადმი და ასევე მათი აზრი  თუ რა ასწავლა ამ პროექტმა.
       მსგავსი პროექტ-გაკვეთილის დაგეგმვისას აუცილებლად გავითვალისწინებ იმ მცირეოდენ ხარვეზებს,რომელიც თან ახლდა პროექტს. შევარჩევ უფრო საინტერესო , მრავალფეროვან დაზიანებულ რესურსს და დავგეგმავ ხანგრძლივ პროექტს .

                                                                                                                        2013 წელი

No comments:

Post a Comment